მსოფლიოში ოფისის მუშაკების "ემოციური გადაწვის" მაჩვენებელმა რეკორდს მიაღწია - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ოფისის მუშაკების "ემოციური გადაწვის" მაჩვენებელმა რეკორდს მიაღწია

მსოფლიოში ოფისის მუშაკების გადაწვის მაჩვენებელმა რეკორდს მიაღწია – მსგავს ფენომენს განიცდის თანამშრომელთა 42 %.ამის შესახებ Bloomberg Future Forum კვლევაზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნულია, რომ დეპრესიული ემოციური მდგომარეობა ყველაზე ხშირად გამოწვეულია ეკონომიკური გაურკვევლობით, სამსახურიდან გათავისუფლების და დისტანციური მუშაობის ტიპიდან ოფისებში დაბრუნების შიშით. მათზე ასევე მოქმედებს მოქნილი სამუშაო გრაფიკის არჩევის შეუძლებლობა.

კიდევ ერთი ფაქტორი მუშების „გადატვირთვაა“ ტექნოლოგიით. კერძოდ, სააგენტო აღნიშნავს, რომ მსხვილი დამსაქმებლები ახლა საშუალოდ 211 განსხვავებულ აპლიკაციას იყენებენ, შარშანდელ 195-თან შედარებით.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ თანამშრომლები გადაერთვებიან სხვადასხვა აპლიკაციებსა და ვებსაიტებს შორის დღეში 1200-ჯერ. გააგრძელეთ კითხვა