საბერძნეთში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, 32 ადამიანი დაიღუპა, 85-ზე მეტი კი - დაშავდა - კვირის პალიტრა

საბერძნეთში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, 32 ადამიანი დაიღუპა, 85-ზე მეტი კი - დაშავდა

საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა, რის შედეგადაც მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა, 85 კი - დაშავდა.

01032023-0902-1677647023.58_REC.png

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - თესალონიკიდან ლარისამდე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაახლოებით 250 მგზავრი უსაფრთხოდაა ამოყვანილი.