პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - იხილეთ ვადები და პირობები - კვირის პალიტრა

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - იხილეთ ვადები და პირობები

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ 2023-2024 სას­წავ­ლო წლის­თვის პირ­ველკ­ლა­სელ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის ვა­დე­ბი და პი­რო­ბე­ბი გან­სა­ზღვრა.

I ეტა­პი – რე­გის­ტრა­ცი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, 2023 წლის 6 მარ­ტი­დან 20 მარ­ტის ჩათ­ვლით, სკო­ლებ­ში და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი.

პირ­ველ ეტაპ­ზე და­სა­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებ­მა გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თონ სა­სურ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლას. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ბავ­შვს გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში (EMIS) და­ა­რე­გის­ტრი­რებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის მიზ­ნით, მშო­ბე­ლი სკო­ლა­ში შე­სა­ბა­მის მი­მარ­თვის ფორ­მას ავ­სებს, რის შემ­დე­გაც მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მიერ ბავ­შვის შე­ფა­სე­ბა და მისი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის დად­გე­ნა მოხ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სკო­ლა მოს­წავ­ლის ჩა­რი­ცხვას შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს. პირ­ველ ეტაპ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნი­სა და ჩა­რი­ცხვის პე­რი­ო­დია 2023 წლის 21 მარ­ტი­დან 28 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლედ შე­საძ­ლოა ჩა­ით­ვა­ლოს ბავ­შვი, რო­მელ­საც აქვს: ა) ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვა; ბ) ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა; გ) სწავ­ლის უნა­რის დარ­ღვე­ვა; დ) სენ­სო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა (სმე­ნის და/ან მხედ­ვე­ლო­ბის); ე) მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღვე­ვა; ვ) ქცე­ვი­თი და ემო­ცი­უ­რი დარ­ღვე­ვა; ზ) გრძელ­ვა­დი­ა­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა თ) სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი სწავ­ლა­ში, რის გა­მოც ვერ ძლევს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მო­თხოვ­ნებს; ი) აუ­ტიზ­მის სპექტრი.

იმ ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც არ და­უ­დას­ტურ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რე­გის­ტრა­ცია მომ­დევ­ნო ეტა­პებ­ზე გა­ი­ა­რონ.

II ეტა­პი – რე­გის­ტრა­ცია 2 მა­ი­სი­დან 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და სკო­ლა­ში და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა:

ა) და-ძმაც სწავ­ლობს სა­სურ­ველ სკო­ლა­ში;

ბ) მშო­ბე­ლი/მე­ურ­ვე/მზრუნ­ვე­ლი სა­სურ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლია;

გ) ოჯა­ხი­დან ერ­თდრო­უ­ლად ორი ან მეტი ბავ­შვი შე­დის პირ­ველ კლას­ში.

მე­ო­რე ეტაპ­ზე რე­გის­ტრა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. რე­გის­ტრა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო სკო­ლა.

III ეტაპი – სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია 17 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა და 9 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა.

რე­გის­ტრა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე registration.emis.ge. რე­გის­ტრა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს მშო­ბე­ლი/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ელექტრო­ნუ­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ჩა­სა­რი­ცხად აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა 13 ივ­ნი­სი­დან 24 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დად­გე­ნილ ვა­დებ­ში დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წა­რუდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უქ­მდე­ბა.

IV ეტა­პი – 28 ივ­ნი­სი­დან 12 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით სკო­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე დარ­ჩე­ნილ თა­ვი­სუ­ფალ ად­გი­ლებ­ზე ან წინა ეტა­პებ­ზე გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ზე იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რე­გის­ტრა­ცია მოხ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ვერ და­რე­გის­ტრირ­დნენ I, II და III ეტა­პებ­ზე, ან სურთ რე­გის­ტრა­ცი­ის შეც­ვლა.

მოს­წავ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას მე­ო­თხე ეტაპ­ზე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ჯა­რო სკო­ლა მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ წარ­დგე­ნი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

პირ­ველ კლას­ში ჩა­სა­რი­ცხი დო­კუ­მენ­ტე­ბი:

მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც უნდა შე­ი­ცავ­დეს კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­სა და ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას­და უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 78-ე მუხ­ლით დად­გე­ნილ სხვა მო­თხოვ­ნებს, კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ასლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში). დო­კუ­მენ­ტე­ბის უცხო­ურ ენა­ზე წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უნდა და­ერ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე).მოს­წავ­ლის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ან პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ნად­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ასლი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში).დო­კუ­მენ­ტე­ბის უცხო­ურ ენა­ზე წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უნდა და­ერ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი ქარ­თულ ენა­ზე).სა­მი­ნის­ტრო მშობ­ლებს მო­უ­წო­დებს, ყუ­რა­დღე­ბით გა­ეც­ნონ რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დებ­სა და პი­რო­ბებს, რათა ბავ­შვის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა დრო­უ­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად შეძ­ლონ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.