დეპუტატი უძრავი ქონების გარეშე და ჯამში 138 000-ლარიანი იპოთეკური სესხით - რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე? - კვირის პალიტრა

დეპუტატი უძრავი ქონების გარეშე და ჯამში 138 000-ლარიანი იპოთეკური სესხით - რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ჩნდე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში. ის ერთ-ერ­თია იმ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის, რო­მე­ლიც ხში­რად ხდე­ბა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად.

პო­ლი­ტი­კო­სი ერთ-ერ­თია კო­ლე­გე­ბი­დან, რო­მელ­საც "ბრენ­დუ­ლად" ჩაც­მა უყ­ვარს. ერთი წლის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, მდი­ნა­რა­ძის "გუ­ჩის“ ფირ­მის "ლო­ფე­რე­ბი", რომ­ლის ფა­სიც 895 დო­ლა­რია.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე წლე­ბია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი მე­უღ­ლე ნათია კუნ­ჭუ­ლი­აა. წყვილს ორი შვი­ლი - გუ­რა­მი და კატო ჰყავს. დე­პუ­ტა­ტი რვა წლით უფ­რო­სია მე­უღ­ლე­ზე.

ნა­თია კუნ­ჭუ­ლია სა­ჯა­რო უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია. კერ­ძოდ, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ა(ა)იპ მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში საქ­მის­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია...

imagetools0-44064-1677665043.jpg

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში პო­ლი­ტი­კო­სი იხ­სე­ნებ­და:

"პირ­ვე­ლი შვი­ლი 8 წლის შემ­დეგ გვე­ყო­ლა. ნა­თია ახლა იხ­სე­ნებს ხოლ­მე ხში­რად, არც ერთხელ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი მე არა­სო­დეს და­მი­წყია. ამ დროს და­დი­ხარ ექი­მებ­ში, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ არა­ფე­რი გვჭირ­და, თუმ­ცა ბავ­შვი არ ჩნდე­ბო­და. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნა­თია, რა ვქნათ, ასე­თია ღმერ­თის ნება - მეთ­ქი. ნა­თია სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად და არა კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით. ში­ნა­გა­ნად შე­იძ­ლე­ბა მა­წუ­ხებ­და ბევ­რი რამე, მათ შო­რის ესეც, მაგ­რამ არ და­ვუშ­ვებ­დი, რომ ამის გამო მე­უღ­ლე და­მე­ძა­ბა... ხან­და­ხან ცოლ-ქმა­რი ამის გამო შორ­დე­ბა. და ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც შვი­ლე­ბი გაჩ­ნდნენ, ახლა მათ­ზე წინ ვე­რა­ფერს ვე­ღარ ვა­ყე­ნებ". (გააგრძელეთ კითხვა)