დეპუტატი უძრავი ქონების გარეშე და ჯამში 138 000-ლარიანი იპოთეკური სესხით - რა ქონებას ფლობენ მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე?
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერი მამუკა მდინარაძე თითქმის ყოველდღიურად ჩნდება სატელევიზიო ეთერში. ის ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, ირაკლი კობახიძესთან ერთად.
პოლიტიკოსი ერთ-ერთია კოლეგებიდან, რომელსაც "ბრენდულად" ჩაცმა უყვარს. ერთი წლის წინ, სოციალური ქსელში მეტად პოპულარული გახდა, მდინარაძის "გუჩის“ ფირმის "ლოფერები", რომლის ფასიც 895 დოლარია.
მამუკა მდინარაძე წლებია დაოჯახებულია, მისი მეუღლე ნათია კუნჭულიაა. წყვილს ორი შვილი - გურამი და კატო ჰყავს. დეპუტატი რვა წლით უფროსია მეუღლეზე.
ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია...
ერთ-ერთ ინტერვიუში პოლიტიკოსი იხსენებდა:
"პირველი შვილი 8 წლის შემდეგ გვეყოლა. ნათია ახლა იხსენებს ხოლმე ხშირად, არც ერთხელ 7 წლის განმავლობაში ამ თემაზე საუბარი მე არასოდეს დამიწყია. ამ დროს დადიხარ ექიმებში, როგორც ხდება ხოლმე, გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი გვჭირდა, თუმცა ბავშვი არ ჩნდებოდა. ვეუბნებოდი, ნათია, რა ვქნათ, ასეთია ღმერთის ნება - მეთქი. ნათია სიყვარულით მოვიყვანე ცოლად და არა კონკრეტული მიზნით. შინაგანად შეიძლება მაწუხებდა ბევრი რამე, მათ შორის ესეც, მაგრამ არ დავუშვებდი, რომ ამის გამო მეუღლე დამეძაბა... ხანდახან ცოლ-ქმარი ამის გამო შორდება. და ერთ მშვენიერ დღესაც შვილები გაჩნდნენ, ახლა მათზე წინ ვერაფერს ვეღარ ვაყენებ". (გააგრძელეთ კითხვა)