"მგზავრს ჩემზე უთქვამს, - ეგ თუ მფრინავია, არ გამოვფრინდები, მეშინიაო... არადა, მშვენივრად იმგზავრა" - თუში მფრინავის მაგდა ქააძის ჯვრისწერა სამხედრო ბაზაზე და ფრენის სიყვარული - კვირის პალიტრა

"მგზავრს ჩემზე უთქვამს, - ეგ თუ მფრინავია, არ გამოვფრინდები, მეშინიაო... არადა, მშვენივრად იმგზავრა" - თუში მფრინავის მაგდა ქააძის ჯვრისწერა სამხედრო ბაზაზე და ფრენის სიყვარული

"თუ მო­ინ­დო­მებ და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ენერ­გი­ას არ და­ი­შუ­რებ, შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ“,- გვე­უბ­ნე­ბა მაგ­და ქა­ა­ძე, ერთ-ერთი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ახალ­გაზ­რდა მფრი­ნა­ვი ქალი. რო­გორც გვიყ­ვე­ბა, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ჭი­რო და არც ისე მარ­ტივ პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­და და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

"მფრი­ნა­ვო­ბა­ზე ბავ­შვო­ბა­ში არ მი­ოც­ნე­ბია. კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ეს პრო­ფე­სია სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დი, მა­შინ ავირ­ჩიე. მა­ნამ­დე საფ­რე­ნოს­ნო­ზე ჩემი ძმა სწავ­ლობ­და, ამას­თა­ნა­ვე, მყავს ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მფრი­ნა­ვე­ბი არი­ან... წარ­მო­შო­ბით თუში ვარ და ჩვენს სო­ფელ­ში ამ პრო­ფე­სი­ის ბევ­რი ადა­მი­ა­ნია. ამი­ტომ ბავ­შვო­ბა­ში ვერ­ტმფრენ­თან აქ­ტი­უ­რი შე­ხე­ბა მქონ­და, ის ჩემ­თვის ახა­ლი ხილი არ იყო... თან მფრი­ნა­ვებ­ზე და მათ გა­ბე­დულ ნა­მოქ­მე­დარ­ზე არა­ერ­თი ამ­ბა­ვი მსმე­ნია, რაც სულ მე­ა­მა­ყე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გავ­ლე­ნა ნამ­დვი­ლად იქო­ნია და სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდი კი­დეც...“ - გვე­უბ­ნე­ბა მაგ­და.

- ოჯა­ხის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გქო­ნი­ათ?

- ბავ­შვო­ბა­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი მი­ტა­ცებ­და, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემ­გან დი­დად არ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ. მა­მამ - თუ გინ­და, მიდი და შენი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად იმოქ­მე­დეო. რაკი მა­მამ თქვა, - კიო, - ეს უკვე ბევ­რს ნიშ­ნავ­და. ისე, ბავ­შვო­ბი­დან კი­კბოქ­სინ­გში ვვარ­ჯი­შობ­დი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­შიც ვი­ყა­ვი. მერე ვი­ნა­ი­დან მფრი­ნა­ვებს ჯან­მრთე­ლო­ბის კო­მი­სი­ის გავ­ლა მუდ­მი­ვად გვი­წევს, ტრავ­მე­ბი არ იყო სა­ხარ­ბი­ე­ლო და ამი­ტომ ამ სპორ­ტს თავი და­ვა­ნე­ბე.

როცა იქ დავ­დი­ო­დი, ახ­ლობ­ლე­ბი, კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი, ძმა­კა­ცე­ბი მა­მას ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - მანდ მაგ­დას რა­ტომ ატა­რე­ბო? მამა ჩემი ვარ­ჯი­შით, შე­ჯიბ­რე­ბით ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. იყო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, სტა­ტი­ე­ბი გა­ზე­თებ­ში, სი­უ­ჟე­ტე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. მამა ჩემი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყო. ამას ახ­ლობ­ლე­ბი რომ იგებ­დნენ და ხე­დავ­დნენ, უკვე ნაკ­ლე­ბად უკ­ვირ­დათ და კი­თხვებ­საც აღარ სვამ­დნენ. თან ამ სპორ­ტში ვარ­ჯი­შიც თან­და­თან ბევ­რმა და­ი­წყო, მათ შო­რის გო­გო­ნებ­მაც.

- რო­გორც მი­თხა­რით, მამა ცო­ცხა­ლი აღარ არის...

- კი, გარ­დაც­ვლი­ლია, მან მხო­ლოდ ის გა­ი­გო, რომ სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, რაც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და... მერე თუ­შეთ­ში ავა­რია მოხ­და, მან­ქა­ნით მო­დი­ოდ­ნენ და გზა­ში სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­დნენ. თუ­შე­თის გზა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან რთუ­ლია. სა­ჭეს­თან მამა არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მან­ქა­ნა­ში სამ­ნი იყ­ვნენ და სა­მი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა... მოკ­ლედ, ჩემ­თვის მშობ­ლის ასე­თი მხარ­და­ჭე­რა დიდი სტი­მუ­ლი იყო. მამა ისე­თი კაცი გახ­ლდათ, სი­ტყვა ეთ­ქმო­და, ის გვერ­დში მედ­გა, მი­აჩ­ნდა, რომ შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის პა­ტი­ვი უნდა ეცა. რო­გორც ვთქვი, მისი ასე­თი პო­ზი­ცი­ის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც იც­ვლე­ბო­და.

- დე­დამ რა გი­თხრათ?

- ჩემი მხრი­დან დე­დაც მიჩ­ვე­უ­ლი იყო ასეთ ნა­ბი­ჯებს. უბ­რა­ლოდ, მი­თხრა, რომ რთუ­ლი პრო­ფე­სია იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რად­გან გა­დავ­წყვი­ტე, იცო­და, რომ ამის­თვის მა­ინც ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი.

- რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა სწავ­ლის პრო­ცე­სი?

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა­ღაც პე­რი­ო­დი თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას სწავ­ლობ, გარ­კვე­უ­ლი დრო პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას, ფრე­ნას ეთ­მო­ბა. თე­ლა­ვის აე­რო­პორ­ტში დავფრი­ნავ­დით, პირ­ვე­ლი კურ­სან­ტე­ბი ვი­ყა­ვით, ვინც იქ სწავ­ლა და­ვი­წყეთ. იმ აე­რო­პორ­ტში ახ­ლაც ხში­რად დავ­დი­ვარ, რად­გან ჩემი ქმა­რია უკვე ინ­სტრუქ­ტო­რი. ისიც მფრი­ნა­ვია.

- ე.ი. ძმა და ქმა­რიც მფრი­ნა­ვე­ბი არი­ან...

- მა­მას თუ­შეთ­ში სა­ქო­ნე­ლი ჰყავ­და და მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევ­და. ასე­ვე ბინა გვაქვს იქ, სა­ძო­ვა­რი. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩემს ძმას მო­უ­წია ამ მო­ვა­ლე­ო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა. გა­და­წყვი­ტა წა­სუ­ლი­ყო და სა­ქონ­ლის­თვის მი­ე­ხე­და. სხვა გზა არ იყო, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ დიდი ფერ­მაა... ამი­ტომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩა­მო­ცილ­და. (გააგრძელეთ კითხვა)