"ამბობენ, რომ დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა" - ვინ არის შვილის თვალწინ მოკლული მამაკაცი: ცხინვალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დეტალები
მცირეწლოვანი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით თბილისში ჩამოიყვანეს. ის შუაღამეს, ერთ-ერთ კლინიკაში, ორ თანმხლებ პირთან ერთად რეანიმობილით გადმოიყვანეს. მანამდე კი, ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს.
ადგილობრივ სააგენტო cominf.org-თან საუბარში, ბავშვთა ქირურგი ლუიზა ჯიოევა ამბობს, 5 წლის ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა შემდეგ მისი თბილისში გადაყვანა მაინც გახდა საჭირო.
"ექიმის ინფორმაციით, შემთხვევა, სამშაბათს, შუადღეს მოხდა. ცხინვალში შელაპარაკების ნიადაგზე ერთმა პირმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მის მცირეწლოვან შვილს კი, მუცელში ახლო მანძილიდან ესროლა... ბავშვს, ჭრილობის გარდა, შოკური მდგომარეობა ჰქონდა, რადგან ყველაფერი მის თვალწინ მოხდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, ის თბილისში გადაიყვანეს. ბავშვი მდგომარეობა კრიტიკული იყო - მას ორი ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც ის სამედიცინო დაწესებულებაში მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული ღვიძლითა და ნაწლავებით შემოიყვანეს. მას ასევე, მოტეხილი ჰქონდა მარჯვენა წინამხრის ძვლები. ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს და მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს", - წერს გამოცემა. გააგრძელეთ კითხვა