ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში?
არველაძეების ოჯახის თითქმის ყველა წევრი წლებია პოპულარულია. ეს ის იშვითი ოჯახია, სადაც სამივე დედმამიშვილი თანაბრად პოპულარულია სამშობოლოში. საზოგადოება იცნობს მათ მეუღლეებს, თუმცა შვილებს ნაკლებად, თუ არ ჩავთვლით რეზის ვაჟს ვატო არველაძეს, რომელმაც მამისა და ბიძების გზა აირჩია.
ამჯერად აჩი არველაძის უფროს შვილზე რევაზ-გიორგი არველაძეზე მოგიყვებით, რომელიც წლებია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და კინოგადაღებებით არის დაკავებული. აჩის მეუღლე თინი კობალაძე პროფესიით ექიმია, თუმცა წლების მანძილზე მეუღლის გვერდით გაატარა და მისი პირადი ექიმი იყო. აჩი არველაძეს არაერთი სპორტული ტრამვა აქვს მიღებული.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. აჩი რამდენიმე თვის წინ, გორგილაძის გადაცემაში ამბობდა:
"ჩემი უფროსი შვილი ამერიკაში სწავლობს, ექვსი წლის წინ წავიდა, დენისონის უნივერსიტეტში კინოპროდიუსინგს ამთავრებს, ლოს - ანჯელესში ცხოვრობს. ქალიშვილი მადრიდშია და პატარა, ლიზა თბილისშია. მას უნდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ მე ვცდილობ, რომ არ ითამაშოს".