"მოგვიწევს სახელმწიფოებრიობის ხელახლა დაცვა და დაიცავს ხალხი" - კვირის პალიტრა

"მოგვიწევს სახელმწიფოებრიობის ხელახლა დაცვა და დაიცავს ხალხი"

განგებ აკეთებენ ყველაფერს ამ სტატუსის მიღების წინ, "ვა ბანკ“ - როგორც იტყვიან მათი საყვარელი ქვეყნის წარმომადგენლები, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ, პუტინის მიერაა იძულებული.

"არ შეიძლება ადამიანი გვეგონოს ძალზედ ჭკვიანი იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი მილიარდი, კაცმა არ იცის კიდევ ვისი მილიარდია ის. ეს არის იძულებითი მდგომარეობა, პოლიტიკური, ფინანსური, ყველანაირი ბმა აქვს ივანიშვილს პუტინთან და მას ამას სთხოვენ. საერთოდ რთულ მდგომარეობაშია საქართველო. დიახ, მოგვიწევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელახლა დაცვა და დაიცავს კიდეც ხალხი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის დროა და ამ პროცესში ყველაზე ცუდია, ფსევდო ოპოზიცია რომ გიზის მაგიდასთან.

"ყველაზე ცუდია, ფსევდო ოპოზიცია რომ გიზის მაგიდასთან, ეს არის კატასტროფა. ახლა ლუსტრაცია ხდება, მე გახარებულია ვარ, რომ წინა აქცია შედგა და ხომ უნდა თქვან, რომ რა კარგია რომ შედგა, თქვი, რა, ამოღერღე, მაგრამ არ უხარიათ ფსევდოებს, მოიგონებენ ისევ რაღაცებს, რომ თავის თავი მომავალ არჩევნებში დაინახონ, რა დროს არჩევნებია ხალხო სახელმწიფოს ვკარგავთ. ახლა არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის დრო ყველგან, პარლამენტში, გარეთ, იქაც, აქაც“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"ინტერპრესნიუსი"