"ამ ამბავში ძალიან ჩართული გახლდით. კონსულტანტსაც გულს მაგრად ვუწყალებდი" - კვირის პალიტრა

"ამ ამბავში ძალიან ჩართული გახლდით. კონსულტანტსაც გულს მაგრად ვუწყალებდი"

"სისხლის კვალს გავყევი და შენობის ძირში ვიპოვე...", - მოსწონს თუ არა ნადირობა ცხოველების მოყვარულ გიგი მიგრიაულს

მსახიობი გიგი მიგრიაული სერიალში - "სიყვარულს მიღმა" მონაწილეობის გარდა, ნავთობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, რომლის ეზოშიც სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს დაახლოებით 20 ძაღლი ჰყავთ მიკედლებული...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:

"ძალიან მიყვარს თევზები. ბავშვობიდან მყავდა. ჩვენს სახლთან ახლოს აკვარიუმის თევზების მაღაზია იყო. იქ მივდიოდი და თევზებს ხან ვყიდულობდი, ხან - ვცვლიდი, ვაბარებდი და სხვა თევზები მომყავდა, ვამრავლებდი... მოკლედ, (იცინის)..."

"ძაღლების ან კატების მიმართ შიშის გრძნობა არასდროს მქონია, მაგრამ გარკვეულ დონეზე, ცხოველის მიმართ შიში უნდა გქონდეს - არ იცი, როგორი ხასიათი აქვს. შეიძლება ძაღლი გიყეფდეს, მაგრამ შენ მიმართ აგრესიულად განწყობილი საერთოდ არ იყოს. ყეფა ძაღლის მოვალეობაა..."

"სპორტული ნადირობა - მიზანში სროლა მიყვარს. საერთოდ, ნადირობასაც თავისი წესები აქვს. ბრაკონიერობა კიდევ ცალკე უბედურებაა: დენით თევზაობა, ცხოველებისთვის მახეების დაგება და მაშინ ნადირობა, როცა ამის სეზონი არაა... არ შეიძლება "მეხორცე" იყო და მდინარეში თევზები შთამომავლობიანად ამოხოცო, ეს მკაცრად აკრძალული უნდა იყოს - ბრაკონიერობა უფრო მეტად უნდა ისჯებოდეს..."

"პრაღაში, ზოოპარკში ჟირაფი რომ ვნახე, ბავშვივით მიხაროდა!.. მე და ჩემი მეუღლე პრაღაში 1 კვირით გახლდით. სრული დღე ზოოპარკში გავატარეთ, რადგან მგონია, რომ უბრალოდ, ამაზე კარგ ღირსშესანიშნაობას ვერაფერს ნახავ, თუ მუზეუმებს არ ჩავთვლით..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი