"ცისფერი ტრიოს" სოლისტი, თამაზ სეფერთელაძე 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
ანსამბლ "ცისფერი ტრიოს“ სოლისტი თამაზ სეფერთელაძე გარდაიცვალა. ის 74 წლის იყო. თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად, სტუდენტობის პერიოდში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "ცისფერი ტრიო“.
თამაზ სეფერთელაძე 1991 წელს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, 1996-2006 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
თამაზ სეფერთელაძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
ambebi.ge