"ეს ბრილიანტის გოგო არის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე; ნუცა, ვამაყობ შენით, არა მარტო მე, ყველა ქართველი!" - კვირის პალიტრა

"ეს ბრილიანტის გოგო არის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე; ნუცა, ვამაყობ შენით, არა მარტო მე, ყველა ქართველი!"

„ეს ბრილიანტის გოგო არის მაგალითი, როგორ არ უნდა დანებდე, როგორ უნდა დაისახო ოცნება მიზნად. ის ჩემთვისაც მოტივაციაა, ყველაფერი შესაძლებელია! ოცნებები ხდება! ნუცა, ვამაყობ შენით, არა მარტო მე, ყველა ქართველი! ყველა ვამაყობთ შენით! მადლობა ამ სიამოვნებისთვის! მადლობა, რომ ჩვენი გოგო ხარ! მადლობა ამ ემოციისთვის! ყველა ქართველი ემიგრანტი ამერიკაში, შენს გვერდით ვართ! ჩვენ შენი გამარჯვების გვჯერა! სულ იკაშკაშე, ჩემო ლამაზო და ნიჭიერო! You deserve all the best! You are more then J.Lo for us! May you always shine!”, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

ნუცა ბუზალაძემ სულ ცოტა ხნის წინ მონაწილეობა "ამერიკის ვარსკვლავში" მიიღო. მისი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა და ქართველი მომღერალი შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ნუცას სიხარული საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.

marao.ge