"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი" - ახალი გამოძიება, რომლის თანახმადაც პუტინი, კაბაევასთან ერთად, მოსკოვის სიახლოვეს ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს (ფოტოები)
ახალი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავის შეყვარებულთან, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასა და შვილებთან ერთად, ვალდაის ტყეში, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს. პრეზიდენტის სასახლის ფოტოებს რუსული მედიასაშუალება Proekt აქვეყნებს.
სასახლე 1996 წელს აშენდა, პუტინის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე.
"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი", - წერს გამოცემა.
პუტინს სურდა, რომ თავისი სასახლე სანქტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლისთვის დაემსგავსებინა, რომელიც "ოქროს სახლის" სახელითაა ცნობილი. ყოფილ პირველ ლედისთან, ლუდმილა ოჩერეტნაიასთან ოფიციალური განქორწინების შემდეგ, 70 წლის პუტინმა 39 წლის კაბაევა მიიყვანა თავის სასახლეში. 2020 წელს კი პრეზიდენტმა თავისი პარტნიორისთვის ახალი სახლის მშენებლობა დაიწყო.
"2021 წელს, კაბაევას სახლთან, ტბისპირა სადგური აშენდა, საიდანაც ნავით პატარა არხზე გასვლის შემდეგ უზარმაზარი, კლასიკური სასახლის პარკში მოხვდებით, რომელიც 28 ჰექტარზეა გაშენებული. ეს მიწები ოდესღაც სანერგე იყო, სადაც ეროვნული პარკის აღსადგენად წიწვოვან ხეებს ზრდიდნენ", - წერია საგამოძიებო ანგარშში. (გააგრძელეთ კითხვა)