"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი" - ახალი გამოძიება, რომლის თანახმადაც პუტინი, კაბაევასთან ერთად, მოსკოვის სიახლოვეს ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი" - ახალი გამოძიება, რომლის თანახმადაც პუტინი, კაბაევასთან ერთად, მოსკოვის სიახლოვეს ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს (ფოტოები)

ახა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა­სა და შვი­ლებ­თან ერ­თად, ვალ­და­ის ტყე­ში, მოს­კო­ვის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე მდიდ­რულ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობს. პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ფო­ტო­ებს რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა Proekt აქ­ვეყ­ნებს.

სა­სახ­ლე 1996 წელს აშენ­და, პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე.

putin11111123-50795-1677755230.jpg

"ჩვენ გე­ტყვით, სად იმა­ლე­ბი­ან ისი­ნი", - წერს გა­მო­ცე­მა.

nypichpdpict000007469667-45970-1677755230.jpg

პუ­ტინს სურ­და, რომ თა­ვი­სი სა­სახ­ლე სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ზამ­თრის სა­სახ­ლის­თვის და­ემ­სგავ­სე­ბი­ნა, რო­მე­ლიც "ოქ­როს სახ­ლის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის­თან, ლუდ­მი­ლა ოჩე­რეტ­ნა­ი­ას­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, 70 წლის პუ­ტინ­მა 39 წლის კა­ბა­ე­ვა მი­იყ­ვა­ნა თა­ვის სა­სახ­ლე­ში. 2020 წელს კი პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი პარტნი­ო­რის­თვის ახა­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო.

"2021 წელს, კა­ბა­ე­ვას სახ­ლთან, ტბის­პი­რა სად­გუ­რი აშენ­და, სა­ი­და­ნაც ნა­ვით პა­ტა­რა არხზე გას­ვლის შემ­დეგ უზარ­მა­ზა­რი, კლა­სი­კუ­რი სა­სახ­ლის პარკში მოხ­ვდე­ბით, რო­მე­ლიც 28 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. ეს მი­წე­ბი ოდეს­ღაც სა­ნერ­გე იყო, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი პარ­კის აღ­სად­გე­ნად წიწ­ვო­ვან ხე­ებს ზრდიდ­ნენ", - წე­რია სა­გა­მო­ძი­ე­ბო ან­გარშში. (გააგრძელეთ კითხვა)