"უკრაინელი დივერსანტები რუსეთი ოლქის ორ სოფელში შევიდნენ, სადაც ახლა ბრძოლა მიმდინარეობს" - რას წერს რუსული მედია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრიანსკის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც უკრაინელმა დივერსანტებმა შეაღწიეს, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროსგან, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნული გვარდიისგან იღებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი კრემლში იმყოფება, ის რეგულარულად იღებს ანგარიშებს ძალოვანი სტრუქტურებისგან, კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრე ბორტნიკოვისგან, თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელ ზოლოტოვისგან. საუბარია მოვლენებზე, რომლებიც ბრაიანსკის რეგიონში ვითარდება უკრაინელი ბოევიკების თავდასხმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, პუტინი კონტაქტშია ბრიანკსის ოლქის გუბერნატორთან, ალექსანდრე ბოგომაზთან.
„პუტინი იღებს ცნობებს ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრე ბოგომაზისგან ადგილზე არსებული სიტუაციისა და მიღებული ზომების შესახებ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ბრიანსკის ოლქში „უკრაინელმა ბოევიკებმა ტერორისტული თავდასხმა“ მოაწყვეს.
„საუბარია ტერორისტების თავდასხმაზე. ახლა მიიღება ზომები ამ ტერორისტების განადგურების მიზნით", - განაცხადა პესკოვმა.
რუსული მედია ბრიანსკის ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით იუწყება, რომ „უკრაინელი დივერსანტები ოლქის ორ სოფელში შევიდნენ, სადაც ახლა ბრძოლა მიმდინარეობს“.
IPN