"როდესაც აშშ-დან საქართველოში დავბრუნდით მე და გია, ხშირად გვეკითხებოდნენ, აქ რა გინდოდათ, რატომ ჩამოხვედითო..." - რას წერს მაია ბუწაშვილი? - კვირის პალიტრა

"როდესაც აშშ-დან საქართველოში დავბრუნდით მე და გია, ხშირად გვეკითხებოდნენ, აქ რა გინდოდათ, რატომ ჩამოხვედითო..." - რას წერს მაია ბუწაშვილი?

კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გან­სა­ხილ­ვე­ლი თე­მაა. "ხალ­ხის ძა­ლის" მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის კა­ნო­ნად ქცე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­წილს, რომ­ლე­ბიც პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი­დან და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ, "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტად" და­რე­გის­ტრი­რე­ბა მო­უ­წევთ.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ წლე­ბის წინ, რო­დე­საც მე­უღ­ლეს­თან - ექიმ გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძეს­თან ერ­თად ამე­რი­კი­დან დაბ­რუნ­და, ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ წლე­ბის მერე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში აგენ­ტის სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებ­დნენ...

"რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დით მე და გია (და ეს ორ­ჯერ მოხ­და - 2000 წელს აშშ-დან მა­გისგრა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის და 2008 წელს ისევ აშშ-დან, დოქ­ტო­რან­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ - ორი­ვემ ნიუ-იორ­კის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რეთ), ხში­რად გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, აქ რა გინ­დო­დათ, რა­ტომ ჩა­მოხ­ვე­დი­თო. რო­დე­საც აქ აბ­სურ­დულ ბა­რი­ე­რებს გვიქ­მნიდ­ნენ ზო­გი­ერ­თი ოდი­ო­ზუ­რი, ბოღ­მით სავ­სე ჩი­ნოვ­ნი­კი თუ "მეც­ნი­ე­რი", რო­დე­საც სრუ­ლი­ად და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გაგ­ვიშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან, როცა 2001 წელს ახალ­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს "კე­რა­სინ­კით" გამთბარ ოთახ­ში გვი­წევ­და ასო­ბით ექი­მის­თვის ტრე­ი­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა, როცა აქ ჩემს მა­შინ­დელ 30 კვად­რა­ტულ ბი­ნას და დან­ჯღ­რე­ულ მან­ქა­ნას შევ­ხე­დავ­დი და წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ პი­რო­ბებ­ში ვიქ­ნე­ბო­დით ჩვენ და ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი (2008-ში უკვე ორი შვი­ლით დავ­ბრუნ­დით და ბავ­შვებ­მა აქ გა­აგ­რძე­ლეს სწავ­ლა), მეც მი­ფიქ­რია, რა მინ­დო­და, სად ჩა­მოვ­დი­ო­დი-მეთ­ქი.

მაგ­რამ ამ ფიქ­რე­ბის უკუგ­დე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო იმ იდე­ით, რომ ჩვენს მიერ და­არ­სე­ბულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვის კავ­ში­რი" (დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან აგენ­ტუ­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია) მა­შინ უამ­რავ ადა­მი­ანს მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ისე­თი სერ­ვი­სე­ბით ესარ­გებ­ლათ, რაც მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყო, რო­დე­საც ჩვენ­მა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­მა არა­ერ­თი სტა­ტია შეჰ­მა­ტა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცეს (რო­გორც ვი­ცით, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მიერ და­წე­რი­ლი სტა­ტი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლებ­ში არც ისე ბევ­რია), რო­დე­საც ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბას ვხე­დავთ, რო­დე­საც ჩვე­ნი და ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნის ამ­დე­ნი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ­მა პა­ცი­ენ­ტმა C ჰე­პა­ტი­ტის წა­მა­ლი და­ლია ნე­ო­ლაბ­ში და ამ ფო­ტოს დღე­საც ვხე­დავთ ჯან­მოს და სხვა სა­ი­ტებ­ზე.

რა ვიცი, რო­მე­ლი ერთი მო­მენ­ტი ჩა­მოვ­თვა­ლო, რო­მე­ლიც მარ­წმუ­ნებს, რომ ზუს­ტად ამ ქვე­ყა­ნა­შია ჩემი ად­გი­ლი და ის უმ­ცი­რე­სი წვლი­ლიც, რაც ჩვენ შეგ­ვაქვს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჰოდა, ეს ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი რა­ტომ მოვ­ყე­ვი - ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ აგენ­ტის სტა­ტუ­სი მო­მე­ნი­ჭე­ბა, არ მომ­წონს ეს სი­ტყვა, და არც ის კონ­ტექ­სტი მომ­წონს, რო­მელ­შიც ახლა და­სავ­ლე­თის და­ფი­ნან­სე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ზო­გი­ერ­თე­ბი გუ­ლუბ­რყვი­ლოდ სვა­მენ შე­კი­თხვას, რა მოხ­და, იყოს გამჭვირ­ვა­ლე ეს ყვე­ლა­ფე­რი. გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბა­ზე არ არის აქ ლა­პა­რა­კი. გამჭვირ­ვა­ლე ისე­დაც არის. ჯერ მარ­ტო ბი­უ­ჯეტ­ში რამ­დე­ნი თან­ხა შე­დის, თუნ­დაც მხო­ლოდ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დით. თა­ნაც, აქვე გვაქვს რუ­სე­თის მა­გა­ლი­თი, ასე­თი­ვე "უმ­ტკივ­ნე­უ­ლო" კა­ნონ­მა რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის პრო­ექ­ტე­ბიც კი და­ი­ხუ­რა სა­ბო­ლოო ჯამ­ში და რუ­სეთს, მა­გა­ლი­თად, სა­მარ­ცხვი­ნო ად­გი­ლი უჭი­რავს მსოფ­ლი­ო­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის და სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში. თვი­თონ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე არ აქვთ მათი მარ­თვის უნა­რი.კი­დევ ერთი, ამე­რი­კა­შიც არის ასე­თი კა­ნო­ნიო. კი ბა­ტო­ნო, და იქ მარ­თლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამე­რი­კას ყვე­ლა სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი და­ფი­ნან­სე­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, აშშ ჯან­დაც­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტებს და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს მი­ლი­არ­დო­ბით ბი­უ­ჯე­ტი აქვს და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჯან­დაც­ვის სფე­როს პრო­ექ­ტე­ბის უმ­სხვი­ლე­სი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ იქ ვი­ღა­ცა სხვა ქვეყ­ნის თან­ხას იღებს (ამის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს), მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ იღებს.

ჩვენ­თან, მა­გა­ლი­თად, მთე­ლი ლუ­გა­რის ცენ­ტრი (რო­მელ­საც რე­გი­ონ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი რე­სურ­სი აქვს) დიდი აგენ­ტუ­რუ­ლი სტრუქ­ტუ­რა გა­მო­დის. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა აშშ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ა­ვა­დე­ბა­თა საფრ­თხის შემ­ცი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ და­არ­სდა და კვლე­ვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლიც სწო­რედ მათი და აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მარ­თლაც რომ ხი­ლუ­ლი მტრის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი და­ფი­ნან­სე­ბა სრუ­ლი­ად შე­უ­ზღუ­და­ვია, ამ­ხე­ლა აქ­ცენ­ტე­ბი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.