პოლიცია პარლამენტთან აქციის მონაწილეებს აკავებს - კვირის პალიტრა

პოლიცია პარლამენტთან აქციის მონაწილეებს აკავებს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე სავარაუდოდ, დააკავა.

ხმაური ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შესასვლელისკენ გაემართა, სადაც მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იგეგმებოდა.

აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესავლეთან იმყოფებიან და სკანდირებენ „რუსებო! მონებო!“.

აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

"ინტერპრესნიუსი"