არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილი შეძახილებით და სტვენით ელოდებიან დეპუტატების გამოჩენას -პარლამენტის ფოეიში ხმაურია - კვირის პალიტრა

არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილი შეძახილებით და სტვენით ელოდებიან დეპუტატების გამოჩენას -პარლამენტის ფოეიში ხმაურია

პარლამენტის ფოეიში ხმაურია, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს, ისმის შეძახილები - "მოღალატე", "მონებო".

არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილი შეძახილებით და სტვენით ელოდებიან დეპუტატების გამოჩენას, რომლებმაც კომიტეტის დარბაზი უნდა დატოვონ.

"მშიშრებო"- სკანდირებენ ისინი.

დეპუტატებმა კი, სავარაუდოდ, მეორე გასასვლელიდან დატოვეს დარბაზი.

ამასთან, მოგვიანებით, პარლამენტის ფოიეში მყოფ არასამთავროვო სექტორის და მედიის ნაწილს, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდა, პარლამენტის ტერიტორიის ა კორპუსიდან დატოვების საშუალება არ მისცეს. სავარაუდოდ ამის მიზეზია ის, რომ კომიტეტების სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და დეპუტატები, რომელთაც საკომიტეტო დარბაზი დატოვეს, ჯერ არ გასულან შენობიდან. არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილმა შენობა სხვა ფლიგელიდან დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"