ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები
პოლიტიკოსების პირადი ცხოვრება და ოჯახის წევრები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ზოგი ქართველი პოლიტიკოსის მშობლები თავიანთ შვილებს პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან, თუმცა საჯაროდ გამოჩენას ხშირად თავს არიდებენ. მიუხედავად ამისა, თავიანთი საქმიანობის გამო, ისინი უყურადღებოდ არავის რჩება. პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობის მშობლებს ხალხი ნაკლებად იცნობს.
AMBEBI.GE დედის დღესთან დაკავშირებით, ქართველი პოლიტიკოსების ცნობილ და უცნობ დედებს წარმოგიდგენთ.
გიორგი გახარიას დედა - მზია ლეჟავა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 1975 წელს ზაურ გახარიასა და მზია ლეჟავას ოჯახში დაიბადა. პრემიერის მამა წარმოშობით სენაკელია, დედა კი - თბილისელი. როგორც ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციებიდან ირკვევა, მამა პროფესორი და სახალხო მოძრაობა "სამეგრელოს" კოორდინატორია. დედა კი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს ზვიად გამსახურდიას განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. გახარიას ოჯახს "ზვიადისტებადაც" კი მოიხსენიებდნენ.
ნიკა მელიას დედა - ნანა ცანავა
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში თანადგომა დედამაც გამოუცხადა. მელიას დედის, ნანა ცანავას შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ყველა კარგად იცნობს მის მამას - ცნობილ კარდიოლოგს, ანზორ მელიას.
"მშობლები შოკირებულები ვიყავით, როცა ნიკა პოლიტიკაში წავიდა. სამი თვე არ ველაპარაკებოდით. თქვენ იცით 2012 წელს, მე ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას“, მაგრამ მერე ნიკამ დამსვა, მესაუბრა და ყველაფერი ისე ასრულდა, როგორც ნიკამ მითხრა. ჩემი მეუღლე რაჭველია და სამწუხაროდ გვიან მოვიდა აზრზზე. მას ნიკა პოლიტიკისთვის არასდროს არ ემეტებოდა... ჩემი მეუღლეც ექიმია. ჩვენ სოლოლაკში ვცხოვრობთ, ჭკვიანი ექიმი იყო, ავადმყოფებს უყვარდათ, მაგრამ 90-იანები რთული პერიოდი გახლდათ და როცა ბავშვებს გარდატეხის ასაკი დაუდგათ, უარი თქვა სამსახურზე და სახლში დაჯდა. ნანაც კარდიოლოგია, მამამისი ცნობილი პროფესორი, რეანიმაციის სკოლის დამფუძნებელი გახლდათ საქართველოში", - ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ანზორ მელია. (გააგრძელეთ კითხვა)