"ყოველ დილას, ბინიდან რომ გავდივარ, წიგნების თაროდან დედაჩემის ფოტო მიღიმის და იმ დღეს გასავლელ გზას, ფიქრსა და ქცევას დამილოცავს ხოლმე"
ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პედაგოგი და მეცნიერი გია მურღულია სოციალურ ქსელში დედის დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ყოველ დილას, ბინიდან რომ გავდივარ, წიგნების თაროდან დედაჩემის ფოტო მიღიმის და იმ დღეს გასავლელ გზას, ფიქრსა და ქცევას დამილოცავს ხოლმე - მეშვიდე ათეულს ვამთავრებ და ერთი წამით ეჭვი არ მეპარება, რომ ასეა.
ამ ღიმილს ისეთი ძალა აქვს, სხვას რომ ვერავის და ვერაფერს დაუკავშირებ.
ის დაუმარცხებელია.
როგორც ჩანს, ღმერთმა რომ სამყარო შექმნა, სწორედ დედას დაავალა, ყველაზე ძლიერი ყოფილიყო.
და - ყველაზე მშვენიერიც.
და - ყველაზე თბილიც", - წერს მურღულია.