"ომის შემდეგ უკრაინა ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იქნება" - კვირის პალიტრა

"ომის შემდეგ უკრაინა ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იქნება"

ომის შემდეგ უკრაინა ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იქნება სამხედრო პოტენციალის მხრივ, ეს რუსეთს შეაკავებს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.

„უკრაინა, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს ამ ომში. მთელი თავისუფალი სამყარო უკრაინას სამხედრო გზით უნდა ეხმარებოდეს. ახლა ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ, რათა იგი დაპირებული იარაღით დაჩქარებულ რეჟიმში უზრუნველვყოთ, რათა შეგვეძლოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მიღება. არა ისეთი, როგორიც იგი ადრე რუსეთთან ერთად იყო, არამედ რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის თავის აგრესიულ პოლიტიკას არ შეცვლის”, - განაცხადა ლევიტსმა.

ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის შემდეგ ნატოს უკრაინაც შეუერთდება, ვინაიდან სამხედრო პოტენციალის მხრივ ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იქნება.

"ინტერპრესნიუსი"