რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი?
უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პროცესი ჩიხში მას მერე შევიდა, რაც ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატი ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა მათთან საუბარსა და განხილვაზე უამრავი დრო დაკარგეს. მათ შორის ჩავარდა არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერილი სამი კანდიდატი, რომლებსაც ოპოზიციის დიდი ნაწილიც ემხრობოდა.
ახლა შერჩევის პროცესი ისევ თავიდან იწყება, ახალი ნაკადის პირველი კანდიდატი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მისმა თანაგუნდელმა, ალეკო ელისაშვილმა დაასახელა.
"გარკვეული კონსულტაცია გვქონდა როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე მმართველ პარტიასთან... ის იყო ადვოკატი, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა. ადამიანის უფლებები უცხო არ არის ლევანისთვის", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
Ambebi.ge ლევან იოსელიანის პორტრეტით დაინტერესდა. როგორი იყო დეპუტატის გზა პარლამენტამდე, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები და რატომ აირჩია წარმატებულმა იურისტმა პოლიტიკა...
პოლიტიკური ბიოგრაფია44 წლის პოლიტიკოსმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მანდატი 2020 წელს ჩაიბარა. 2021 წლის 4 თებერვლიდან იოსელიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში გააგრძელა, სადაც მაგისტრის ხარისხს დაეუფლა. მისი კარიერა ერთ-ერთ ბანკში იურისტობით დაიწყო, შემდეგ კი საკუთარი იურიდიული კომპანია "ასლანიშვილი და იოსელიანი“ დააფუძნა. 2008 - 2016 წლებში კი "ლევან იოსელიანის“ იურიდიული კომპანია. 2018 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მოძრაობა“. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ორი წლის შემდეგ კი ალეკო ელისაშვილთან ერთად პოლიტიკაში მოდის და საარჩევნო ბლოკით "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ პარლამენტში ხვდება... იხილეთ სრულად