"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - უფლებადაცველი იდა ბახტურიძე ნინო წილოსანს ამხელს? - კვირის პალიტრა

"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - უფლებადაცველი იდა ბახტურიძე ნინო წილოსანს ამხელს?

2 მარტს, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა და თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა კო­მი­ტეტ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და "უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს მხა­რი და­უ­ჭი­რა. თუმ­ცა მა­ნამ­დე კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმა­უ­რი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე მოხ­და მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბი, რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატს ოპო­ზი­ცი­ი­დან, ძა­ლით და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სხდო­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­პი­რის­პი­რე­ბამ პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­და­ი­ნაც­ვლა...

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი იდა ბახ­ტუ­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ დღეს, კაჭ­რეთ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ორ ქალ დე­პუ­ტატს შეხ­ვდა და მათ პი­რა­დად ესა­უბ­რა. ბახ­ტუ­რი­ძე კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს პო­ლი­ტი­კო­სებს და წერს, რომ არაფ­რის ფა­სად არ ღირს კა­ნონპ­რო­ექ­ტის­თვის მხარ­და­ჭე­რა.

იდა ბახ­ტუ­რი­ძე:

"კაჭ­რეთ­ში მძი­მე სა­უბ­რის მერე ნინო წი­ლო­სა­ნი ამ­ბობს: "კარ­გია ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნა ჩვენ­თვი­საც, ვი­საც ეს კა­ნო­ნო არ მ ო გ ვ წ ო ნ ს”. გუ­შინ თქვა, რომ მხო­ლოდ სა­თა­უ­რი არ ეკა­ი­ტი­პე­ბა. ნინო, რა უნდა გიქ­ნან და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო? - შე­იძ­ლე­ბა მა­მა­შე­ნი და­ი­ჭი­რონ და უფუ­ლოდ დარ­ჩე? და­მი­ჯე­რე ცოტა ფუ­ლით, მაგ­რამ ღირ­სე­ბით ცხოვ­რე­ბა სა­ერ­თოდ არაა კოშ­მა­რი.

აგერ გე­უბ­ნე­ბი მე, არ ვიხ­დი 5000 დო­ლარს პალ­ტო­ში, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ არის ეს ტრა­გე­დია. ტრა­გე­დი­აა, როცა ხელს აწერ ქვეყ­ნის და­ღუპ­ვას და არ გყოფ­ნის გამ­ბე­და­ო­ბა იბ­რძო­ლო, თუნ­დაც ბარ­ბე­რის პალ­ტოს და­კარ­გვის ში­შის ფა­სად!

3 მარ­ტია, იქვე იყო მა­რი­ამ ლაშ­ხი თოთო ბავ­შვით ხელ­ში, რო­მე­ლიც ჯერ ვერ ამ­ბობს - “დედა, მე არ მი­თხო­ვია, მაგ­რამ თუ გა­მა­ჩი­ნე იბ­რძო­ლე, რომ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში არ მო­მი­წი­ოს ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ფე­რა­დი თმის გამო გა­მა­ნად­გუ­რე­ბენ!” ამ ბავ­შვს რას ეუბ­ნე­ბით-მეთ­ქი და ახ­ლაც იგი­ვე კი­თხვა მაქვს მას­თან.

ახლა პარ­ლა­მენ­ტარ დე­დებს მოგ­მარ­თავთ - იბ­რძო­ლეთ, რათა მო­მა­ვალ 3 მარტს თქვე­ნი შვი­ლე­ბის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვის არ შეგრცხვეთ! და მად­ლო­ბა ნა­წილ მათ­განს, ვინც ეს გუ­შინ დაგ­ვა­ნა­ხა..."