"პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ - საქართველო ევროპაა" - რას წერს ევროპარლამენტარი?
ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებს რუსული სტილის კანონპროექტებს უწოდებს და აცხადებს, რომ პარლამენტმა ისინი უნდა გააუქმოს.
„საქართველოს ხელმძღვანელობა დიდ რისკს ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალს, რომელსაც მისი ხალხი ითხოვს. არჩევანი მარტივია. პარლამენტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ და, სანაცვლოდ, სერიოზულ პროგრესს მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატობისკენ. საქართველო ევროპაა“, - წერს ევროპარლამენტარი.