შემზარავი ფაქტი იმერეთში - მეშვიდე კლასელმა მოსწავლემ ბავშვი გააჩინა: ჩვენებაში გოგონა ამბობს, რომ მასზე 11 წლიდან სექსუალურად ძალადობდნენ - კვირის პალიტრა

შემზარავი ფაქტი იმერეთში - მეშვიდე კლასელმა მოსწავლემ ბავშვი გააჩინა: ჩვენებაში გოგონა ამბობს, რომ მასზე 11 წლიდან სექსუალურად ძალადობდნენ

იმე­რე­თის ერთ-ერთი სო­ფელ­ში მეშ­ვი­დე კლა­სელ­მა მოს­წავ­ლემ ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. შემ­ზა­რა­ვი ამ­ბის დე­ტა­ლებს "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი" აა­ნონ­სებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მოს­წავ­ლემ ახალ­შო­ბი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დო, რის შემ­დე­გაც ბავ­შვი მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნია აქ­ვეყ­ნებს მო­ზარ­დის ჩვე­ნე­ბას, სა­დაც ის ჰყვე­ბა, რომ 11 წლის ასა­კი­დან მე­ზო­ბე­ლი და ბი­ძაშ­ვი­ლი ერ­თად აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. სო­ფელ­ში ყვე­ლა ამ­ტკი­ცებს, რომ მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლის ორ­სუ­ლო­ბის ამ­ბა­ვი არა­ვინ იცო­და.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 140-ე მუხ­ლი და 112-ე მუხ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვას 16 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლის სხე­ულ­ში და დე­დის მიერ ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას.

საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. (წყარო)