"არ ვიცი რატომ ვეზიზღებოდი ქალებს... თუ ჩემში კონკურენციის გამო მტერს ხედავდნენ, მაგათი ქართველი კაცები არ მაინტერესებს" - ნეკა დოროყაშვილის თამამი პასუხები პირადსა და სკანდალურ დავაზე
თამამი, სკანდალური, შეიძლება ითქვას, ბევრისთვის ნაწილობრივ შეურაცხმყოფელიც შეიძლება დავარქვათ ნეკა დოროყაშვილის ინტერვიუს, რომელიც "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე "სთორებში" გამოაქვეყნა. მოდელს კითხვები გამომწერებმა გაუგზავნეს და პასუხები "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაუბრუნა.
დოროყაშვილი თვლის, რომ ბასილაშვილების დინასტია მის ვალშია, რომ ლუკასს ზრდის. ასევე უკმაყოფილოა ქართველი კაცებით და ამბობს, რომ ქართველი მამაკაცი მისი პარტნიორი ვეღარ გახდება. პარალელურად წერს, რომ ქალების უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს, რათა საქართველოში რამდენიმე წელში მოძალადე მამაკაცი აღარ იყოს...
- ნეკა, შეყვარებული არ გყავს?
- არა, არ მყავს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ მჯერა, რომ არსებობენ იდეალური კაცები და ვეძებ იმ ერთს, ვისაც ჩემი სიყვარულით დავაჯილდოვებ. მე მჯერა, რომ ვიპოვი ვისაც ვეძებ, მანამდე არ მინდა გავცვითო ჩემი ენერგიები. იმ ერთს ვუნახავ ჩემს ყველაზე დიდ ემოციას.
- გაოცებული ვიყავი, როცა გლანძღავდნენ, სილამაზეს ვერ ეგუებოდნენ...
- არ ვიცი, ან რატომ ვეზიზღებოდი ამ ქალებს. თუ ჩემში კონკურენციის შიშის გამო, მტერს ხედავდნენ, მაგათი ქართველი კაცები მაგრად არ მაინტერესებს. მაგრამ ალბათ ვერ ხვდებიან. ბოდიში, ქართველო კაცებო, იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საქართველოში დავასრულე. მართლა არ არის ჩემი, ისინი სხვაგან არიან და ამხელა ტვირთის აკიდება არაფრად მიღირს, რომ ვიღაცის დაზიანებული ფსიქიკა ვასწორო და აღვზარდო. შენ ამდენ ენერგიას ხარჯავ, მერე ვიღაც დებილი იმის ნათესავი იტყვის, გაგიმართლაო. მინდა მე ეს? არ მირჩევნია გამზადებული ადამიანური კაცი?
- ბასილაშვილის ადვოკატებს რა უნდოდათ შენგან?
- აუ, ნუ მიხსენებ მაგ ხალხს, აღარ მინდა კოშმარები, ძლივს დავისვენე და ნორმალურად მძინავს. მშვიდობა მისცეთ ღმერთმა. ეგ არ ვიცი და მთელი ბასილაშვილების დინასტია ვალდებულია მთელი დარჩენილი ცხოვრება მადლიერები იყვნენ ჩემი, რომ ასეთ კარგ ბიჭს ვზრდი, როგორიც ლუკასია. მაგ ოჯახმა ძეგლი უნდა დამიდგას თმენის ვალდებულებისთვის. თუ უკვე ისწავლეს ადამიანობა, ბედნიერი ვიქნები. ესე იგი რაღაც კარგი გამიკეთებია. თუ ჯერ არ უსწავლიათ, ოდესმე მოუწევთ მადლიერება ისწავლონ. მე ამაყი ვარ, რომ ლუკასის დედა ვარ.
- ნეკა, რომელი სტატუსია ქალისთვის ყველაზე კარგი, ცოლი, საყვარელი თუ შეყვარებული?
- მე თუ მეკითხებით, ჩემთვის უფრო კომფორტულია იყო შეყვარებული ან მეგობარი პარტნიორი. მე ვეღარ გავხდები ვინმე ბენძუყის ცოლი. ეს რომ მინდოდეს, ვინ დამასწრებდა, აქამდე ორასჯერ გავთხოვდებოდი. მეყოლებოდა 202 მოძალადე ქმარი და რამდენჯერაც ინსტაგრამზე "სთორის" დადებას დავაპირებდი, თავში რამეს ჩამარტყამდა. მერე გამოვიდოდი და კარგი ოჯახის სტატუსს დავიცავდი სანათესაოში, რომ ვითომ ბედნიერი ცოლი ვარ. მოკლედ, მეგობრებო თუ ურთიერთობა გინდათ, ეს ვარიანტი ჯობია. თუ ცოლობა და ღალატი, დრამა და დეპრესია მოგწონთ. ალბათ არსებობენ ბედნიერი წყვილები, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ. მაგრამ მე მართლა ვერ ვიკაიფებ გათხოვებით. ქალს თუ ყველაფერი გაქვს, არ მოგინდება ადრეულ ასაკში გათხოვება. მითუმეტეს, შვილი მყავს უკვე. (გააგრძელეთ კითხვა)