დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებული ბათუმში კლინიკა “მედცენტრშია” გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.