"პატრულის ყოფილი თანამშრომელია... ყველანაირად ვცდილობთ როგორმე ვიპოვოთ" - ოჯახის წევრები ჯიმი სართანიას ეძებენ
შესწორება: ჯიმი სართანია უკვე იპოვეს, იხილეთ ახალი სტატია:
34 წლის ახალგაზრდას, ჯიმი სართანიას ორ დღეზე მეტია ეძებენ ოჯახის წევრები და ახლობლები და ისინი ახლა საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას. სოციალურ ქსელში აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა გაავრცელეს, გაირკვა, რომ მათი ახლობელია დაკარგული ახალგაზრდა.
"1 მარტს, ღამით სახლიდან გავიდა სარფის მიმართულებით ჩვენი ახლობელი ჯიმი სართანია... გთხოვთ თუ ვინმემ შეამჩნიეთ, ან იპოვეთ სადმე დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე!!! დაგვეხმარეთ უმორჩილესად გთხოვთ და გადააზიარეთ ეს ინფორმაცია!!! ერთად ვაკეთოთ სიკეთე. ჯიმი სართანია არის მაღალი, შავი ფერის თმით. სიმაღლე 1.80 სანტიმეტრი.. სრული აღნაგობის.... აცვია შავი ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი.. არის სათვალით ...ამჟამად შეიძლება იყოს ვითარებიდან გამომდინარე რთულ ემოციურ სიტუაციაში!!! ამიტომ გთხოვთ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით!!! ჯიმი სართანია არის ჩვენი ადვოკატის, ქრისტინე სართანიას ძმა... უდიდესი მადლობა ყველას.... გთხოვთ დაგვიკავშირდით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ამ ნომრებზე: 598 46 86 73 ქრისტინე, 599 190 895 ემზარი"- აღნიშნულია სოციაურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ჩვენ დავუკავშირდით ოჯახის ახლობელს, ადვოკატ თამარ ნუცუბიძეს. მისი თქმით, ამ დრომდე ჯიმი სართანიას ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს. საქმეში სამართალდამცავები უკვე ჩაერთვნენ.
"2 მარტი თენდებოდა, სარფის საბაჟოსთან გააჩერა მანქანა, მანქანაში ჩატოვა გასაღები და თვითონ გაუჩინარდა. მას შემდეგ ვეძებთ. ვიცით მხოლოდ ის, რომ გადავიდა სარფის საზღვარზე და მერე ისევ უკან გადმოვიდა. ამის შემდეგ მას ოჯახის წევრი ესაუბრა ტელეფონზე, მაგრამ მერე ოჯახის წევრები რომ მივიდნენ იქ, დატოვა მანქანა და თვითონ გაიქცა. ჩვენ მისი ახლობლები, ადვოკატები ვართ და მაშინვე ჩავრთეთ პოლიცია. მას მერე ყველგან ვეძებთ ჩვენი ძალებითაც მთელი სამეგობრო, სანათესავო, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ ვპოულობთ. თუ ვინმე სადმე ნახავს, უმორჩილესად ვთხოვთ დაგვიკავშირდეს მითითებულ ნომრებზე.
ფსიქოლოგიურად, ემოციურად ცოტა მძიმედ შეიძლება იყო და ამიტომ გავავრცელეთ ახლა ეს ინფორმაცია. ჯიმი არის 34 წლის, პატრულის ყოფილი თანამშრომელია, მეტი არაფრის თქმა არ შეგვიძლია ამ ეტაპზე. გამოძიებაც მიმდინარეობს, ვეძებთ ყველგან. არ ვიცით ის ახლა რა მდგომარეობაშია. ზღვაშიც ვეძებთ. მყვინთავებიც გვყავდა ჩაშვებული ზღვაში იმ ადგილას, სადაც იყო ეჭვი რომ შეიძლება იქ შესულიყო, მაგრამ იქ ვერაფერი ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველების მიერ კონტროლდება ახლაც ის ტერიტორია. ტყეში, მთაში ყველგან ვეძებთ და ცუდ დღეში ვართ, ვერ ვპოულობთ. ამიტომ ვთხოვთ ყველას, ეს ინფორმაცია გაავრცელოს. იქნებ ვინმეს სადმე შეხვდეს და როგორმე იქნებ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე. პირველ რიგში პოლიცია ჩავრთეთ, პატრულიც, მისი სამეგობროც ჩართულია, დღეს სოციალური ქსელით გავავრცელეთ ეს ინფორმაცია, ყველანაირად ვცდილობთ როგორმე ვიპოვოთ ცოცხალი და უვნებელი. შეიძლება ნებისმიერმა პიროვნებამ ნახოს და ამითომ ვთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოს. ბოლო რამდენიმე დღე ცოტა ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არა რთული, ამიტომ ვღელავთ ასე ძალიან. ყველანაირი ვერსიაზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ მალე ვიპოვით.
p.s. თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია ჯიმი სართანიას შესახებ გთხოვთ ოჯახის წევრებს დაუკავშირდეთ ამ ნომრებზე
598 46 86 73 ქრისტინე,
599 190 895 ემზარი.