ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს - კვირის პალიტრა

ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს.

მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.

პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს.

ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნიკური ლელოთი კიდევ დაწინაურდნენ.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 31:07 გაიმარჯვა და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასი უკვე მეთექვსმეტედ მიიღო.

ბორჯღალოსნები 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) რაგბი ევროპის ფინალში პორტუგალიას შეერკინებიან.

IPN