"ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ ბაკო აპირებს, მიჩივლოს... საბედნიეროდ, მოწმე ბევრი მყავს" - რას წერს მარტა ბარამიძე, რომელმაც მასზე მოძალადე საჯაროდ ამხილა - კვირის პალიტრა

"ყველაზე გამაოგნებელი რაც არის, გავიგე, რომ ბაკო აპირებს, მიჩივლოს... საბედნიეროდ, მოწმე ბევრი მყავს" - რას წერს მარტა ბარამიძე, რომელმაც მასზე მოძალადე საჯაროდ ამხილა

მსა­ხი­ობ­მა და კუ­ლი­ნარ­მა მარ­ტა ბა­რა­მი­ძემ ორი კვი­რის წინ, სკუ­თა­რი უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ მოჰ­ყვა. მან ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში და­ა­სა­ხე­ლა იმ პი­როვ­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მას­ზე იძ­ლა­და. მარ­ტა ბა­რა­მი­ძის თქმით, ეს ადა­მი­ა­ნი მისი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­ე­ლი ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძეა. რო­გორც მარ­ტა წერს, გა­ოგნ­და, როცა შე­ი­ტყო, რომ ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძე, აპი­რებს უჩივ­ლოს მას.

"ზუს­ტად 2 კვი­რა გა­ვი­და მას მერე, რაც გავ­ბე­დე და სა­ჯა­როდ ვთქვი ის, რისი თქმაც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­დო­და. ეს ამ­ბა­ვი იცოდ­ნენ ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, იცო­და იმ ოჯახ­მა, ვი­საც მე თავი შე­ვა­ფა­რე და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მათი. იცო­და ე.წ. ბაბლმა, ამ ამ­ბავ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩუ­მად სა­უბ­რობ­დნენ. 10 წელი მტან­ჯავ­და, მა­წუ­ხებ­და და ვა­ღი­ა­რებ, რომ მე­ში­ნო­და გა­მე­გე­ბი­ნე­ბი­ნა უფრო მეტი ხალ­ხის­თვის. ახ­ლაც კი, როცა სა­ჯა­როდ ვთქვი, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა, ვინც სამ­წუ­ხა­როდ ამა თუ იმ გავ­ლე­ნის ქვე­შაა ან სხვა მი­ზე­ზი აქვს, თავი შე­ი­კა­ვა რე­ა­გი­რე­ბის­გან, მაგ­რამ მხარ­დამ­ჭე­რი უფრო მე­ტია და მად­ლო­ბა იმ ხალ­ხს, ვინც გამ­ბე­და­ვი აღ­მოჩ­ნდა, ვინც სა­ჯა­როდ წერს ან პი­რად­ში მამ­ხნე­ვებს. ძა­ლი­ან ბევ­რნი ხართ სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, ვთქვა რო­გორ გე­მად­ლი­ე­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით მად­ლო­ბა ქეთა გა­ბუ­ნი­ას და კო­მუ­ნა მზე­სუმ­ზი­რას, ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პირ საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ მო­ძა­ლა­დეს­თან და ამის მი­უ­ხე­და­ვად უკან არ და­უ­ხე­ვი­ათ ჩემს და­სა­ცა­ვად. მად­ლო­ბა ია ფა­რუ­ლა­ვას და მის გუნდს, რო­მელ­მაც მო­მის­მი­ნეს და გულ­თან მი­ი­ტა­ნეს ჩემი ამ­ბა­ვი და დღემ­დე მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე არი­ან. ცხა­დია, ვე­რა­ფე­რი და­მა­ვი­წყებს ამ ფაქტს, მაგ­რამ მე შე­ვე­ცა­დე, რომ მხრე­ბი­დან მო­მეხ­სნა ტვირ­თი. არ და­ვი­წყებ ახ­სნას, რომ მე არა­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცია არ მექ­ნე­ბო­და ტყუ­ი­ლი და­მებ­რა­ლე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნის­თვის ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი, რაც ამ აღი­ა­რე­ბის დროს მა­მოძ­რა­ვებ­და, მინ­დო­და და­მეც­ვა სხვე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ცოტა და­ვაგ­ვი­ა­ნე, მად­ლო­ბა მათ, ვინც ამის გამო არ მკი­ცხავთ. თურ­მე რამ­დე­ნი ვყო­ფილ­ვართ, ქა­ლე­ბო. ყვე­ლა თქვენ­გა­ნის გამო ვწუხ­ვარ, ვი­საც იგი­ვე, ცოტა ნაკ­ლე­ბი ან უა­რე­სი გა­მო­გივ­ლი­ათ იმ ადა­მი­ა­ნის­გან. მად­ლო­ბა გამ­ბე­და­ო­ბის­თვის, რომ ჩემ­თან მა­ინც ყვე­ბით. მე მეს­მის მათი, ვი­საც სა­ჯა­როდ თქმის ძალა ჯერ არ შეს­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძეს: ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი რაც არის, გა­ვი­გე, რომ აპი­რებს მი­ჩივ­ლოს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძნე­ლია, ასე­თი ადა­მი­ა­ნის­გან კი­დევ რამე გა­გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ესეც მო­ა­ხერ­ხა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მოწ­მე­ე­ბი ბევ­რი მყავს და ამ­სა­თა­ნა­ვე მაქვს იმე­დი, რომ სხვე­ბიც გა­ბე­და­ვენ სა­ჯა­როდ თუ არა, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან სა­უ­ბარს. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, ბევ­რნი ვართ და ძა­ლი­ან ძლი­ე­რე­ბი და შე­საძ­ლოა დად­გეს მო­მენ­ტი, როცა ერ­თმა­ნე­თი უნდა და­ვიც­ვათ.მე მჯე­რა სი­მარ­თლის და მჯე­რა ჩემი სა­ზო­გა­დო­ე­ბის." - წერს მარ­ტა ბა­რა­მი­ძე.

ambebi.ge