რუსეთი ექვს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობს
რუსეთი ექვს ქვეყანასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებებს ამზადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ევგენი ივანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივანოვის თქმით, რუსეთი სავიზო რეჟიმის ინდოეთთან, ანგოლასთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, სირიასთან და ფილიპინებთან გამარტივებაზე მუშაობს.
„ინდოეთის გარდა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ მთავრობათაშორისი შეთანხმებების პროექტზე, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის ორმხრივ გამარტივებას ანგოლასთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, სირიასთან და ფილიპინებთან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
IPN