(video) სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს, წარწერით „Русский военный корабль иди на“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის გამომსახველი პლაკატი გაშალეს, წარწერით „Русский военный корабль иди на ...“
პლაკატის გაშლის შემდეგ მანდატურებმა დეპუტატი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. კომიტეტის სხდომაზე კვლავ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. მომხსენებელს გურამ მაჭარაშვილს კანონპროექტის წარდგენის საშუალება არ ეძლევა.