როგორ შევარჩიო იდეალური ევაკუატორის სერვისი? - კვირის პალიტრა

როგორ შევარჩიო იდეალური ევაკუატორის სერვისი?

როგორ შევარჩიო იდეალური ევაკუატორის სერვისი?

უმეტეს შემთხევაში, მომხმარებლები ევაკუატორის სერვისს ეძებენ ფორსმაჟორულ სიტუაციებში. ასეთ მომენტებში ნაკლებად გვაქვს დრო ფიქრისთვის, ყველა დეტალის თუ არა, უმეტესის ასაწონ-დასაწონად მაინც, შედარებების გასაკეთებლად და ა.შ.

როგორია ასეთ დროს ჩვენი სტანდარტული ქმედების ალგორითმი? როგორც წესი, 2 სახისაა:

1) უკვე ვიცით სად დავრეკოთ, ან სახელი მაინც გაგვიგია კონკრეტული კომპანიის და მას ვეძებთ საძიებო სისტემებში.

2) უბრალოდ ვეძებთ ევაკუატორის მომსახურების სერვისს საძიებო სისტემებში და პირველივე ვარიანტზე ვრეკავთ.

როდესაც დრო არ გვაქვს დეტალებზე ფიქრისათვის და მათ შესადარებლად, ასეთ დროს, მართლაც, პირველივე შემხვედრ მომსახურებას ვიყენებთ, თუმცა ამან შესაძლოა უფრო მეტი დრო დაგვაკარგვინოს და როდესაც გვჭირდება ევაკუატორი 30 წუთში, ის 1.5 საათში მოვიდეს.

როგორ მოვიქცეთ, როცა გვაქვს 5-10 წუთი მაინც შედარებებისთვის და მოკლე ანალიზის ჩასატარებლად, როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ევაკუატორის სერვისი?

მოდით, ჩამოვყალიბდეთ რა დეტალები განსაზღვრავენ ევაკუატორის მომსახურების სერვისს:

ფასი

მოსვლის დრო

მომსახურების ხარისხი

თუ უკვე გვქონია გამოცდილება ავტომობილის ევაკუაციასთან მიმართებაში, მაშინ უკვე ვიცით დაახლოებითი ფასები, მაგრამ, რა ვქნათ მაშინ, როცა წარმოდგენა არ გვაქვს, რა ღირს საშუალოდ მსუბუქი ავტომობილის ევაკუატორით გადაყვანა თბილისის ტერიტორიაზე პუნქტიდან ბუნქტში? რა ვქნათ მაშინ, როცა არ გვინდა, რომ პირველივე შემხვედრმა კომპანიამ საკმაოდ დიდი ფასი გვითხრას და ჩვენც ამაზე დავთანხმდეთ, რადგან არ ვიცით საბაზრო საშუალო ფასი? ასეთ დროს ყველაზე მარტივი გამოსავალია უბრალოდ სხვადასხვა ვარიანტთან დარეკვა. მაგალითად 5 სხვადასხვა კომპანიასთან და ყველასგან ფასის გაგება. ასეთი გზით მარტივად დავადგენთ საშუალო საბაზრო ფასს და შევძლებთ ყველაზე იაფი ვარიანტის შერჩევას.

იგივე გზა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, როდესაც საკითხი ეხება ევაკუატორის ადგილზე მოსვლის დროს. დავრეკავთ სხვადასხვა კომპანიებში და გავიგებთ, რამდენ ხანში მოვა მათი ევაკუატორი ჩვენამდე. როგორც წესი, მოსვლის დრო მინიმუმ 30 წუთია და მაქსიმუმ შესაძლოა 2 საათიც კი გითხრან. აქვე მინდა გითხრათ, რომ Helpo-ს ევაკუატორი თქვენამდე 30 წუთში მოვა.

მომსახურების ხარისხის განსაზღვრა კი მეტად რთულია ფასთან და მოსვლის დროსთან შედარებით. კი, როდესაც მომსახურება უკვე გაწეულია, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარტივია. მაგრამ, უშუალოდ მომსახურების გაწევამდე ჩვენს მიერ შერჩეული ევაკუატორის სერვისის მომსახურების გაწევის ხარისხი, ცოტა არ იყოს, რთული გასარკვევია. თუმცა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ასე თუ ისე დაგეხმარებათ, წინასწარ განსაზღვროთ შერჩეული კომპანიის მომსახურების ხარისხი.

განხილვები Google-ში

სოც. ქსელები

ვებ-გვერდი

საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ რამდენი დადებითი კომენტარი აქვს ჩვენს მიერ შერჩეულ კომპანიას Google-ში. ამისთვის საძიებო სისტემაში ვწერთ კომპანიის სახელს და უნდა გვიჩვენოს Google Business ჩანართი, სადაც იქნება ინფორმაცია ამ კომპანიაზე, მოკლე აღწერა, სურათები, ოფისის მისამართი, მომხამრებლების კომენტარები და ა.შ. თუ ეს ყველაფერი არ იძებნება, ეს საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია.

ასევე აღნიშნული კომპანია შეგვიძლია მოვიძიოთ სოც. ქსელებში. ვნახოთ, თუ როგორი გვერდი აქვთ, რამდენი მოწონება აქვთ, რამდენად ხშირად იდება პოსტები და არის თუ არა მომხამრებლების კომენტარები. კარგი და აქტიური სოციალური პროფილი, როგორც წესი, წარმატებულ კომპანიაზე მიანიშნებს.

ასევე მნიშვნელოვანია ფაქტორია კომპანიის ვებ. გვერდი. ის, თუ რამდენად პროფესიონალურად გამოიყურება ის, რამდენად სრულადაა ინფორმაცია მოცემული, რამდენად ფუნქციონალურია და ა.შ. უბრალო, 1 სურათიანი და რამდენიმე სიტყვიანი ვებ. გვერდი, როგორც წესი შესაბამისი მომსახურების ხარისხის მაჩვენებელია.

როდესაც შეფასებები გაკეთებულია, ყველაზე რთული სწორი გადაწყვეტილების მიღებაა. შესაძლოა გვქონდეს ასეთი ვარიანტი: იაფი, მოსვლის დიდი დრო, მომსახურება შეფასებულია საშუალოდ ან ასეთი: ძვირი, მოსვლის მცირე დრო, საშუალო შეფასება და ა.შ. კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თუ ვიპოვეთ იაფი, სწრაფი და მაღალი მომსახურების ხარისხის კომპანია. არის თუ არა Helpo ასეთი, ამის გარკვევა თვენთვის მოგვინდია ;)

საბოლოოდ, მომხმარებელი ირჩევს თავისთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს. თუ სისწრაფე ზედმეტად აუცილებელია, მაშინ ფასზე თვალის დახუჭვაც შეიძლება. თუმცა, როცა დრო ასეთ თუ ისე გვაქვს, მაშინ მცირე შედარების გაკეთება აუცილებელია, რომ, როგორც მინიმუმ, საშუალო ფასის, საშუალო მოსვლის დროით და საშუალო შეფასების კომპანია მაინც შეირჩეს.

Helpo.ge კი მზად არის, მოგემსახუროთ მთელი საქართველოს მასტაბით, 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე, ნებისმიერი ტიპის ევაკუატორით ან ავტო დახმარების სერვისით ყველაზე იაფად, სწრაფად და ხარისხიანად!

მართალია, ჩვენი კომპანია, უმეტეს წილად, სწორედ ავტომობილების ევაკუაციის სერვისს გთავაზობთ, თუმცა ჰელპო არის უნივერსალური საგზაო დახმარების სერვისი, რომლის იმედი შეგიძლია გქონდეს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, 24 საათის განამვლობაში.

სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც ჰელპო გთავაზობთ:

ევაკუატორის სერვისი

ჩვენი დახმარებით შეგიძლიათ მოახდინოთ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ევაკუაცია. დაწყებული მოპედებით და დამთავრებული რამდენიმე ათეულ ტონიანი სპეც. ტექნიკით. ჩვენს განკარგულებაშია ყველა ტიპის ევაკუატორი, გააჩნია შესასრულებელ საქმეს. გვყავს როგორც პატარა, ისე დიდი და ე.წ. ობობა ევაკუატორები (სპეც. მანქანა ამწე მანიპულატორით).

ფხიზელი მძღოლის სერვისი

როდესაც თქვენი ავტომობილის მართვას ვერ ახერხებთ, რადგან ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა გაქვთ მიღებული, შეგიძლიათ მარტივად გამოიძახოთ ფხიზელი მძღოლი ჰელპოდან. ის სულ რამდენიმე წუთში მოვა თქვენამდე, დაჯდება თქვენი ავტომბოილის საჭესთან და მიგიყვანთ სასურველ ლოკაციამდე.

ავტომობილის დაქოქვა

ხშირად ხდება, განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში, რომ ავტომობილის აკუმულატორი თითქმის ბოლომდეა დამჯდარი და ვერ ხერხდება მანქანის დაქოქვა. ამ დროსაც მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ ეს პრობლემა. უბრალოდ დაგვირეკეთ, ჩვენი სერვისის წარმომადგენელი ძალიან მალე მოვა თქვენამდე და დაგეხმარებათ ავტომობილის დაქოქვაში.

საწვავის მიწოდება

თუ უეცრად გაგითავდათ საწვავი და ბენზინგასამართი სადგურიც ახლოს არაა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. უბრალოდ იღებთ ტელეფონს და გვირეკავთ. გვეუბნებით თქვენს ლოკაციას და რა ტიპის საწვავი გჭირდებათ, რა რაოდენობით. ჩვენი წარმომადგენელი უმოკლეს დროში მოგიტანთ საწვავს სასურველ ადგილას.

საბურავის შეცვლა

თუ უეცრად საბურავი დაგეშვათ და ვულკანიზაციის სერვისიც ახლო-მახლოს არ ჩანს, არ ინერვიულოთ, ჰელპო ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგეხმარებათ. დაგვირეკეთ და ჩვენი წარმომდგენელი ან ადგილზე შეგიცვლით საბურავს, ან წაიღებს მას, შეაკეთებს და უმოკლეს დროში დაგიმონტაჟებთ ავტომობილზე.

ჩაკეტილი ავტომობილის გაღება

გასაღები დაკარგეთ ან ის უბრალოდ არ ფუნქციონირებს? არაა პრობლემა. ჩვენ ავტომობილის დაუზიანებლად შევძლებთ მის გაღებას და დაგაკვალიანებთ როგორ მოიქცეთ შემდგომ.

როგორც ხედავთ, ჰელპო მხოლოდ ევაკუატორის სერვისი არაა. ჩვენი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, თუ ავტომობილთან დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე შემთხვევა დაგიდგათ.

ჩვენი სერვისი 24/7 რაჟიმში მუშაობს. ჩვენ მუდამ ვცდილობთ, გვქონდეს მომსახურების უმაღლესი ხარისხი და რაც შეიძლება დაბალი ფასები.