"ჩვენი მამა გმირულად იბრძოდა და დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში... ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ!" - ნანკა კალატოზიშვილი და მისი ძმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებს აპროტესტებენ - კვირის პალიტრა

"ჩვენი მამა გმირულად იბრძოდა და დაიღუპა რუს ოკუპანტთან ბრძოლაში... ჩვენ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ!" - ნანკა კალატოზიშვილი და მისი ძმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებს აპროტესტებენ

"არა რუ­სულ კა­ნონს!" - პარ­ლა­მენ­ტთან ე.წ. უცხო ქვეყ­ნის გავ­ლე­ნე­ბის აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ას ეს­წრე­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი კულ­ტუ­რის სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან. მათ შო­რის არი­ან მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი და მისი ტყუ­პის­ცა­ლი ძმა, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი:

"ჩვე­ნი მამა, ვლა­დი­მერ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი გმი­რუ­ლად იბ­რძო­და და და­ი­ღუ­პა რუს ოკუ­პან­ტთან ბრძო­ლა­ში ტა­მიშ­თან, 1992 წლის 7 დე­კემ­ბერს - ჩვენ იქ ვართ, სა­დაც უნდა ვი­ყოთ! ჩვენ იქ ვართ, სა­დაც ახლა იქ­ნე­ბო­და ვოვა!"

აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას "ტვ პირ­ველ­თან“ ისა­უბ­რა მსა­ხი­ობ­მაც. ნან­კას თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­რე­წა­რი აღ­მოჩ­ნდა...

"ეს კა­ნო­ნი არ არის კარ­გი და სა­ერ­თოდ, ჩვენ ეს 10 წელი გა­ვა­ტა­რეთ "ქა­ჯე­ბის და გო­ი­მე­ბის" ძა­ხილ­ში და ქა­ჯე­ბი და გო­ი­მე­ბი კი არა, გა­რეწ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ და ამას ძა­ლი­ან ბევ­რი ძა­ლი­ან გვი­ან მიხ­ვდა. დიდი შან­სი მი­ვე­ცით, რე­ა­ლუ­რად და მგო­ნია, რომ ჩვენს თა­ო­ბას და პა­ტა­რა თა­ო­ბას თა­ვი­სი ბრძო­ლის დრო მო­უ­ვი­და, იმი­ტომ, რომ უფ­როს­მა თა­ო­ბამ ძა­ლი­ან ბევ­რი რამე გა­ა­კე­თა და მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ჩვენ კი­დევ ძალა გვაქვს აქ გა­მო­სას­ვლე­ლად. სა­ერ­თოდ არ მეს­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პრო­რუსს რა­ტომ ვე­ძა­ხით, იმი­ტომ, რომ ღიად რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა და მას უნდა და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლოთ ყვე­ლამ ერ­თად. ეს კა­ნო­ნი არ უნდა გა­ვა­ტა­ნი­ნოთ... თუ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნეს, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ისევ რუ­სუ­ლი ჩექ­მის ქვეშ იცხოვ­რე­ბენ..."

ambebi.ge