"აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი საცდელი რაკეტის ჩამოგდება ომის გამოცხადებად აღიქმება" - ჩრდილოეთ კორეა
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. მათი თქმით, აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი საცდელი რაკეტის ჩამოგდება ომის გამოცხადებად აღიქმება.
ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის გამწვავებას იწვევს.
მათივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების ტესტირებას მოწინააღმდეგის წვრთნების პარალელურად გააგრძელებს.
აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები 13 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. მასში მონაწილეობას 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს.
IPN