"შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა... შვილს ესპანური სახელი დავარქვით" - ნათია თოდუა დედა გახდა: მშობლების პირველი ემოციები გერმანიიდან
5 მარტს "გერმანიის ხმის" გამარჯვებული, მომღერალი ნათია თოდუა შვილის დედა გახდა. როგორც ცნობილია, ის უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულად მოღვაწეობს. გასულ შემოდგომას მან ქორწილი საქართველოში გადაიხადა. მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილია. პირველი შვილი მომღერალმა გერმანიაში გააჩინა. ამის შესახებ მომღერლის მეუღლის ფეისბუქ-პოსტიდან შევიტყვეთ.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება ცხოვრებაში, პატარავ! უუჰ, ეს რა იყოო, გერმანიაში მშობიარობა არის სიგიჟე!!! მშობიარობას ვინც დასწრებია, respect! ყველა დედა გმირია!!! ნათია თოდუა, გილოცავ, ჩემპიონო!“ - წერდა დავითი.
აღსანიშნავია, რომ ის მეუღლის მშობიარობას დაესწრო... AMBEBI.GE ახალბედა მშობლებს ნათია თოდუას და დავით ზურაბაშვილს ბერლინში დაუკავშირდა.
"კი, ისევ გავიმეორებ, ყველა ქალი გმირია, ქალის, დედის სიძლიერე არის განუზომელი და ყველა დედას მადლობა! ნათიას კი განსაკუთრებული მადლობა, ბედნიერება მაჩუქა და გაამრავლა ჩვენი ოჯახი“ - ამბობს დავითი.
- მგონი, მამაკაციც, რომელიც მეუღლის მშობიარობას ესწრება, პატივისცემას იმსახურებს. ის ხომ თვითმხილველი და თანაზიარი ხდება იმ პროცესის, რასაც მშობიარობა ჰქვია...
ნათია:
- მიუხედავად იმისა, რომ ქალისთვის ასეთ რთულ დროს მეუღლის გვერდით ყოფნა დიდი მხარდაჭერაა, დავითს არაერთმა მეგობარმა უთხრა, რომ ფსიქოლოგიურად მაინც რთული იქნებოდა ამ ყველაფრის ხილვა, გადატანა და დაძლევა...
მე საქართველოში ჩემი დის მშობიარობას დავესწარი. ბლოკი სავსე იყო მედპერსონალით, დამხმარეებით, მე კი ჩემი დის ხელი მეჭირა. ნათესავები სამშობიაროსთან იყვნენ შეკრებილები. საქართველოში ბავშვის გაჩენა ხომ ასე ხდება და ამისთვის მშობიარე და მისი ოჯახიც საგანგებოდ ემზადება.
რაც შეეხება გერმანიას, აქ მხოლოდ ბებიაქალია, რომელიც მშობიარეს ეხმარება. სრულიად სხვა სისტემაა. თუმცა საქართველოში ის იმდენი ხალხი, სამედიცინო პერსონალი, ვინც ბლოკში მუშაობს, ყველანი თავისი სითბოთი და პროფესიონალიზმით ქალს გვერდში უდგანან, რაც ძალიან დასაფასებელია.
ასევე ვფიქრობ, რომ აქაური წესიც, მისაღები და სწორია. ზედმეტი ადამიანის ჩარევის გარეშე, დედამ ბუნებრივად უნდა შეიგრძნო ეს ყველაფერი და ბავშვიც მაქსიმალურად ბუნებრივი გზით გაჩნდეს. ამ პირობებში გვერდით დავითი რომ არ მყოლოდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არც ვიცი, იმ ყველაფერს როგორ გადავიტანდი... შემიძლია, ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, დავითმა მამშობიარა...
დავითი:
- ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილი ვარ. არ მიყვარს ასეთ ფაქიზ პროცესებში მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩავერთე კი არა, პირდაპირ პროცესის მონაწილე გავხდი. მხოლოდ მე და ბებიაქალი ვიყავით. იმდენ რამეში ვიყავი ჩართული, იმის ფიქრიც არ მქონდა, რაიმეს თუ ვერ შევძლებდი. ვამბობდი, ყველაფერი რომ დასრულდება, დიპლომიც მომეცით-თქო. თუმცა თავიდან ბებიაქალს ვუთხარი, ნათიას თავთან დავდგები და ჩემთვის ვიქნები-მეთქი. ეგრე არ გამოვაო. მოკლედ, ამ ყველაფრის წინაშე ისე დაგვაყენეს, რომ თითქოს წელიწადში ერთხელ ვმონაწილეობდე მშობიარობაში... მერე ინსტინქტიც ჩამერთო, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი. ისე, ეს ყველამ უნდა შეძლოს, აუცილებელია... მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გააგრძელეთ კითხვა