"ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სხვა მტერმა: გახლიჩა და ერთმანეთს გადაგვამტერა ქართველი ერი" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო სხვა მტერმა: გახლიჩა და ერთმანეთს გადაგვამტერა ქართველი ერი"

ბიძინა ივანიშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს - დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ. დღეს საქართველო ითხოვს ყველას გვერდში დგომას, - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა საქართველოში და როცა ქვეყანას სჭირდება, ყველამ უნდა გავიჭირვოთ და გამოვიდეთ გარეთ. დღეს წყდება საქართველოს ბედი. ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს სხვა მტერმა, დღეს მაგაზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს. მან გახლიჩა ქართველი ერი, ერთმანეთს გადაგვამტერა. დღეს ჩვენ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. მე არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე შეიძლებოდა ერთად ყოფილიყო და ესენი სხედან პარლამენტში და მეტიც, აღიარებენ, რომ მოღალატეები არიან. სულ წავიდნენ ხელიდან. დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ. დღეს საქართველო ითხოვს ყველას გვერდში დგომას, ჩვენ უნდა ვედგეთ ერთმანეთს გვერდში ბიძინა ივანიშვილის ჯინაზე", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მოქალაქეები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

"ინტერპრესნიუსი"