სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ ცრემლსადენ გაზს იყენებს - კვირის პალიტრა

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კვლავ ცრემლსადენ გაზს იყენებს

სპეცრაზმი პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ცრემლსადენი გაზით დაშლას ცდილობს.

ისინი რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან და მოქალაქეებისკენ ცრემლსადენ გაზს უშვებენ.

ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

მანამდე სამართალდამცველებმა პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

„მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წესრიგის დასამყარებლად“, - მოუწოდეს მოქალაქეებს.

"ინტერპრესნიუსი"