"ყველას ვეფერები და ქედს ვუხრი, ვინც ახლა იცავს ქვეყანას" - რას წერს ნიკოლოზ რაჭველი?
"ახლა ვინც აზროვნებს და მშვიდადაა ვერასდროს გავუგებ და ვუთანაგრძნობ..." - ამის შესახებ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს ეხმაურება.
"ახლა ვინც აზროვნებს და მშვიდადაა ვერასდროს გავუგებ და ვუთანაგრძნობ… ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს ანუ კონფორმისტია, მათზე საერთოდ არ მაქვს აზრის გამოთქმის სურვილი, ღალატს ვერ ამართლებს ვერანაირი არგუმენტი!
ქართული დემოკრატიის შავი დღე - ასე უწოდა ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სახელმწიფომ. მე კი ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ამ დღეს აქვს პოტენცია გახდეს ქართული სახელმწიფოს ყველაზე ღირსეული და იმედის მომცემი დღე!
ყველას ვეფერები და ქედს ვუხრი, ვინც ახლა იცავს ქვეყანას თავისი ხმით, რუსთაველზე დგომით, პოზიციით, მოქმედებით!!!
განსაკუთრებით კი მახარებს სტუდენტების აქტიურობა და სიმრავლე!", - წერს რაჭველი