"სადაც ვწერ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, კომენტირების ველში, რიგრიგობით შემოდიან ადამიანები და მახსენებენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე" - კვირის პალიტრა

"სადაც ვწერ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, კომენტირების ველში, რიგრიგობით შემოდიან ადამიანები და მახსენებენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"აზრის (თუ არა ფაქტის), სადაც ვწერ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, კომენტირების ველში, რიგრიგობით შემოდიან ადამიანები და პატივისცემის ხაზგასმის (რატომ - არ ვიცი) შემდეგ მახსენებენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე. კომენტარებს ვშლი (თუმცა წაკითხვა და კომენტირება ბევრმა მოასწრო) იმიტომ რომ ეს ადამიანები უფრო მეცოდებიან, ვიდრე საკუთარი თავი - ოდესმე მიხვდებიან ალბათ რატომაც. მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, რა ხერხით შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი ამგვარი წინადადების დამწერის მხარეს, თუ საკუთარი სიმართლის დამტკიცება გინდა, ამ აზრით და ფორმით როგორ უნდა იკადრო?დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ეს კაცი რუსეთისგან მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დახვრიტეს და ის რაც ახლა ხდება, რაოდენ სამწუხაროა, რომ სწორედ იმ დამხვრეტს უხარია ყველაზე მეტად", - წერს გიორგი კეკელიძე.