პრეზიდენტი გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტი გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

"ინტერპრესნიუსი"