ალეკო ელისაშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო
პარლამენტთან, „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე მისულ ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მომიტინგეთა ნაწილმა შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. ელისაშვილმა აქციის მონაწილეებთან სწორედ იოსელიანის მიმართ ამგვარი განწყობა გააპროტესტა.
შეგახსენებთ, ახალი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა ტერიტორია მალევე დატოვა, ვინაიდან აქციის მონაწილეთა ნაწილმა მას შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართა. იოსელიანს კვერცხიც ესროლეს.
IPN