"სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია" - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია" - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

IPN