"შეჩერდით! წინ მართლა უფსკრულია!" - ნაირა გელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს - კვირის პალიტრა

"შეჩერდით! წინ მართლა უფსკრულია!" - ნაირა გელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

მწე­რა­ლი ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს მი­მარ­თავს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს, რომ ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ე.წ. უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვის შე­ჩე­რე­ბაა. ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, რომ არ გა­ი­მე­ო­რონ ის სი­სას­ტი­კე, რომ­ლის მსხვერ­პლნიც ამ დროს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან...

ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი:

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

ბა­ტო­ნე­ბო, რო­გორ გულ­წრფე­ლა­დაც არ უნდა იყოთ დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი, რომ "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის“ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ღე­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ღუ­პე­ბა, დღეს ერ­თა­დერ­თი კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, შე­ა­ჩე­როთ კა­ნო­ნის გან­ხილ­ვა. რო­გორც ზრდა­დას­რუ­ლე­ბუ­ლი და კე­თი­ლი ნე­ბის ადა­მი­ა­ნი მო­იქ­ცე­ო­და, გა­ნუ­ცხა­დეთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ პარ­ლა­მენ­ტი გა­აგ­რძე­ლებს სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად და სა­ერ­თო თან­ხმო­ბით მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ან რა­ღაც სხვა გზას და­ად­გე­ბა.

ნუთუ რა­ი­მე ღირს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის (უფ­რო­სი თა­ო­ბა სუ­ლაც რომ არ ვახ­სე­ნოთ ) ასეთ ტრავ­მად, ასეთ ნერ­ვე­ბის წყვე­ტად, ასეთ სა­სო­წარ­კვე­თად, რა­საც იმ ერ­თა­დერ­თი, ოც­და­ა­თწ­ლი­ა­ნი იდე­ა­ლის, ერ­თა­დერ­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­თან­ხმე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა იწ­ვევს, ეს "კა­ნო­ნი“ რომ გვპირ­დე­ბა?თუ არ იქ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და და­სავ­ლეთ­თან მე­გობ­რუ­ლი, ნა­ყო­ფი­ე­რი, ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რა­საც დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა, მაშ რი­ღას­თვის ვნა­ყეთ წყა­ლი­ვით ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რია? რი­ღას­თვის ღვა­რა ხალ­ხმა ამ­დე­ნი სის­ხლი და ცრემ­ლი?

ყვე­ლას­თან გან­ხეთ­ქი­ლე­ბას, რაც ამ "კა­ნონ­მა“ ბო­ლომ­დე აშ­კა­რა გა­ხა­და, ვერც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­უძ­ლებს და ვერც ქვე­ყა­ნა. მო­გი­წო­დებთ, არ და­უშ­ვათ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ! ნუ გა­ი­მე­ო­რებთ იმ სი­სას­ტი­კეს, რომ­ლის მსხვერ­პლიც, რო­გორც წესი, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ხდე­ბოდ­ნენ უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე! გა­იხ­სე­ნეთ, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს ვე­რა­ფე­რი შეს­თა­ვა­ზეთ ისე­თი, რომ მათ სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში და­ედ­გო­მე­ბო­დეთ! შე­ჩერ­დით! წინ მარ­თლა უფსკრუ­ლია!"