"დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას... საით მივ­დი­ვართ..." - რას წერს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული მანანა მახარაძე - კვირის პალიტრა

"დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას... საით მივ­დი­ვართ..." - რას წერს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული მანანა მახარაძე

9 აპ­რი­ლის სიმ­ბო­ლოდ ქცე­უ­ლი ქალი ნანა მა­ხა­რა­ძე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ უმ­ძი­მეს მოვ­ლე­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ამ­ბობს, სამ­შობ­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და, მაგ­რამ "სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ეძებს". მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­შია.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის "ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას" შე­ე­ხე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, უნდა მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა ევ­რო­პის კავ­შირ­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ფაქ­ტია რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მყა­რად ვერ დგას ორი­ვე ფეხ­ზე.. "ცალ ფეხ­ზე" დგო­მა, მა­ვანთ, ღირ­სე­ბის აყ­რად, მი­აჩ­ნი­ათ. და­ჩო­ქი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­თი კი არა­სო­დეს გა­ვა­ხა­რებთ ოკუ­პან­ტებს.. ჩვენ ბრძო­ლით და სის­ხლით მო­ვი­პო­ვეთ სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა! ბო­ლომ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვენ­მა გან­ვლილ­მა გზამ თუ ის­ტო­რი­ამ, რა­ღაც მა­ინც გვას­წავ­ლა... დავ­ბრუნ­დი სამ­შობ­ლო­ში და ვე­ძებ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას!!!

ნუთუ ღირს ერთი კა­ნო­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ასეთ და­პი­რის­პი­რე­ბად...საით მივ­დი­ვართ?....რა შე­დეგს მო­ი­ტანს ეს პო­ლა­რი­ზა­ცია?რა­ტომ ხდე­ბა, რომ გა­ე­რო, ევ­რო­კავ­ში­რი, აშშ ჩვენ­თვის "რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­აა"?

რა­ტომ ხდე­ბა, რომ "აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის" დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვეყ­ნი­დან გარ­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი? რა­ტომ ეში­ნია მო­მავ­ლის ამ ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდებს? და რა­ტომ ვერ შე­ვიგ­ნეთ, რომ ჩვენ უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვაქვს... ჩვე­ნი ად­გი­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­შია, ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ ღირ­სე­ულ ცხოვ­რე­ბას.

ადა­მი­ა­ნი ჰგავს იმ ქვე­ყა­ნას,რო­მელ­საც მისი სამ­შობ­ლო ჰქვია,ხოლო სამ­შობ­ლო თავს ურ­ჩევ­ნით ადა­მი­ა­ნებს და არა მო­ნებს. არა სხე­უ­ლის,არა­მედ სუ­ლის სა­ჭუ­რო­სო­ბას ნიშ­ნავს მო­ნო­ბა! და ვინც სხვას არ­თმევს თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ნაა ისიც..." - წერს ნანა მა­ხა­რა­ძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.