"დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას... საით მივდივართ..." - რას წერს 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული მანანა მახარაძე
9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი ნანა მახარაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ამბობს, სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, მაგრამ "საკუთარ ქვეყანას ეძებს". მისი თქმით, საქართველოს ადგილი ცივილიზებულ სამყაროშია.
"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას" შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ფაქტია რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე.. "ცალ ფეხზე" დგომა, მავანთ, ღირსების აყრად, მიაჩნიათ. დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს.. ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება! ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ჩვენმა განვლილმა გზამ თუ ისტორიამ, რაღაც მაინც გვასწავლა... დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!!!
ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად...საით მივდივართ?....რა შედეგს მოიტანს ეს პოლარიზაცია?რატომ ხდება, რომ გაერო, ევროკავშირი, აშშ ჩვენთვის "რადიკალური ოპოზიციაა"?
რატომ ხდება, რომ "აყვავებული ეკონომიკის" დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნიდან გარბიან ადამიანები? რატომ ეშინია მომავლის ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს? და რატომ ვერ შევიგნეთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს... ჩვენი ადგილი ცივილიზებული სამყაროშია, ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას.
ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას,რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია,ხოლო სამშობლო თავს ურჩევნით ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის,არამედ სულის საჭუროსობას ნიშნავს მონობა! და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას მონაა ისიც..." - წერს ნანა მახარაძე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.