"არ და­ვუშ­ვათ და არ გა­ვუშ­ვათ შან­სი ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის" - რას წერს ტელეწამყვანი თეა სიჭინავა - კვირის პალიტრა

"არ და­ვუშ­ვათ და არ გა­ვუშ­ვათ შან­სი ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის" - რას წერს ტელეწამყვანი თეა სიჭინავა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თეა სი­ჭი­ნა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ვრცე­ლი პოს­ტით ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი არ­ჩე­ვა­ნი ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ დიდი ხნის წინ გან­სა­ზღვრა. რა გა­მოწ­ვე­ვაც არ უნდა იდ­გეს, სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა და სხვა გზა არ გაგ­ვაჩ­ნია.

ამ გზა­ზე მო­კავ­ში­რე­ე­ბის გა­რე­შე ვერც ვივ­ლით და არც შე­იძ­ლე­ბა. არ მე­გუ­ლე­ბა არც ერთი კა­ნო­ნი და არც ერთი კა­ნო­ნის მი­ზა­ნი თუ შე­დე­გი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვას გა­უ­თა­ნაბრდე­ბა.

არ მე­გუ­ლე­ბა არც ერთი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ასეთ ფა­სად შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს. მე სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერთ გზად, ძლი­ერ და გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავ, რო­მე­ლიც მიმ­ზიდ­ვე­ლი უნდა გახ­დეს აფხა­ზე­ბის­თვის.

ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე გა­დის. ამი­ტომ ყვე­ლა სხვა ამო­ცა­ნა ჩემ­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, ევ­რო­პულ მი­ზან­თან შე­და­რე­ბით.

ამი­ტომ არ და­ვუშ­ვათ და არ გა­ვუშ­ვათ შან­სი ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის", - წერს სი­ჭი­ნა­ვა.