"რამდენი ახალგაზრდა იდგა ღირსეულად და ისტორიის სწორ მხარეს... მჯერა, რომ გავიმარჯვებთ"
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"1989 წლიდან რუსთაველზე ვდგავართ ვისაც სამშობლოს განცდა თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე ვერ წარმოუდგენია … ამ განმანთავისუფლებელ ბრძოლას ბევრი ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა ..რუსული ჩექმა ჩვენი და კაცობრიობის მტერია …გუშინ კიდევ ერთხელ ვანახეთ რომ არასოდეს შევეგუებით უსამართლობას, სიბნელეს, განუვითარებლობას …ტკივილიანი ბედნიერებაა ის განცდა რაც გუშინ რუსთაველზე ვნახე .. რამდენი ახალგაზრდა იდგა ღირსეულად და ისტორიის სწორ მხარეს. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და გავარღვევთ ამ მოჯადოვებულ წრეს, დავიხსნით ჩვენს ქვეყანას რუსული კლანჭებისგან...მოღალატეს კი თავისი უბადრუკი ბედი ელის. დიდება საქართველოს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს" - წერს ჩიჩუა.