მომავალი წლიდან, შესაძლოა, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა აიკრძალოს - კვირის პალიტრა

მომავალი წლიდან, შესაძლოა, 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების შემოყვანა აიკრძალოს

საქართველოში ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტი დაინერგება, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გასული კვირის მიწურულს იმსჯელეს.

შედეგად კი, 2024 წლიდან ქვეყანაში ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა შეიზღუდება, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

„ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით, ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის,“- ნათქვამი იყო მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ავტოიმპორტიორების კავშირის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა ისაუბრა. მისივე თქმით, კლიმატზე ზრუნვა სწორია, თუმცა არ იქნება მართებული თუ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მხოლოდ მისი წლოვანებით განისაზღვრება. გააგრძელე კითხვა