"მივუსამძიმრებ მათ დედებს, რომ ასეთები გაზარდეს" - თამრიკო ჭოხონელიძე სპეცრაზმელებზე
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გუშინ აქციაზე მყოფი სპეცრაზმელების ოჯახის წევრებს მიმართავს. მისი თქმით, ეს არის საშინელი შეურაცხყოფა, როცა ქართველის ხელით ხდება დარბევა.
"მე ვერანაირად ვერ ვეტყვი სანუგეშო სიტყვებს იმ ბიჭების დედებს, რომლებიც მზად არიან გადაუარონ თავისივე სისხლსა და ხორცს. მივუსამძიმრებ, რომ ასეთები გაზარდეს. იქნებ გონს მოიყვანოთ, დედები არ ხართ? ცოლები არ ხართ? ქალები არ ხართ ოჯახში?
ახლა ხომ უსმენთ ტელეარხებს რა ხდება? იმას მაინც უყურეთ, და გაიგეთ, დაინტერესდით, ჩემს შვილს რამე ხომ არ დაემართაო? რამე უთხარით შვილებს, სიძეებს თუ ვინ არიან ეს კაცები, რომლებიც საკუთარ დებს, ძმებს ხოცავენ. ძალიან დიდი ბოდიში აღელვებული ტონისთვის, მაგრამ საშინელ გველეშაპის ყბაში გვაგდებენ" - აღნიშნა ჭოხონელიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.
მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს რამდენიმე საათი ახორციელებდა. ambebi.ge